Digest Logo

„ჩვენ ნაცნობობაც კი არ გვქონია ამ ოჯახთან, საშინელი ფაქტი მოხდა და წარმოუდგენელია, ასე სწრაფად ვის ჰქონდა გამომცხვარი ვერსია?“ - კვარაცხელიების ოჯახი ლევან კაჭარავას გარდაცვალებაზე

1656150830
ლევან კაჭარავა  და კვარაცხელია

ვაკეში ცნობილი ბიზნესმენი  „Silk Road Group“-ის თანადამფუძნებელი ლევან კაჭარავა ჩაცხრილეს. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობა მაშინ მოხდა, როდესაც კაჭარავამ წყნეთში, კერძოდ კაკლებთან, საკუთარი სახლისკენ გადაუხვია.

სამწუხარო შემთხვევის შემდეგ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მკვლელობა თითქოს და ნიკო კვარაცხელიას საქმეს ეხებოდა და ვენ­დე­ტაზე დაიწყეს საუბარი.

აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში გარდაცვლილი ნიკო კვარაცხელიას დედა გამოეხმაურა და ოჯახის სათქმელი საჯაროდ დააფიქსირა.

„ვუსამძიმრებთ გარდაცვლილი ბიზნესმენის ოჯახს. ჩვენ ნაცნობობაც კი არ გვქონია ამ ოჯახთან, საშინელი ფაქტი მოხდა და წარმოუდგენელია, ასე სწრაფად ვის ჰქონდა გამომცხვარი ვერსია? მე არაერთხელ გავაჟღერე ჩემს განცხადებებში, რომ ნიკოს მკვლელობის სცენარი რაღაც დადგმულ სპექტაკლს ჰგავდა, გადანაწილებული როლებით, რეჟისორს ალბათ ჯერაც არ დაუსრულებია საკუთარი პიესა და სამწუხაროა, რომ ისევ დააყენა ასეთი მძაფრი სიუჟეტი.

ჩვენს ოჯახს აქვს უამრავი შეკითხვა, რომელსაც აგერ უკვე ცხრა თვის განმავლობაში არ გაეცა პასუხი და დღესაც ველით სიმართლის დადგენას. შვილის გლოვის საშუალებას არ გვაძლევენ, მაშინ როცა მკვლელების და მათი თანამზრახველების საქმე დღესაც არ არის ბოლომდე მიყვანილი, არ დარქმევია ყველაფერს მისი სახელი, ძალიან გთხოვთ ჟურნალისტებს უსაფუძვლო ინფორმაციის გავრცელებისაგან თავი შეიკავოთ, არანაირი წყარო, რომელიც მედიას მსგავს ინფორმაციას მიაწვდიდა, არ არსებობს, რომ არა „სეთურის” ინსტიტუტი.

უფალმა ინებოს რომ ეს მკვლელობის საქმე არ დარჩეს გამოუძიებელი… ნიკოს ოჯახი არასოდეს იქნება შურისმაძიებელი, ეს საზოგადოებამ კარგად იცის, ძალიან სამწუხაროა რომ დღეს 21-ე საუკუნეში ისევ საბჭოთა მეთოდები მუშაობს — დღეს არც ვიცი რა ჰქვია ამ ინსტიტუტს…", - წერს ნიკო კვარაცხელიას დედა სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵„მუცელს ვეღარ მალავს…” – ლიზა იასკო ორსულადაა? სკანდალური ფოტო, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა

🔵ალექსანდრა პაიჭაძე დავით კოდუასთან ერთად გადაღებულ ახალ ფოტოს აქვეყნებს

🔵„15 წლის ვიყავი პირველად რომ ჩავიცვი შავი, მის გამო, მან ჩამაცვა. 16 წლის აღვიკვეცე. აღკვეცის დღედაც პარასკევი ავირჩიე“ - სულის შემძვრელი ისტორია