Digest Logo

🎥 „ჩვენ, ქართველები შესანიშნავი ხალხი ვართ! დანარჩენი კი 8 სექტემბრიდან...“ - გიორგი კალანდია ახალ გადაცემას იწყებს

1756906098
გიორგი კალანდია

ისტორიკოსი, ჟურნალისტი, ტელეწამყვანი გიორგი კალანდია ტელეკომპანია „იმედში“ ახალ გადაცემას, „ჩვენ ქართველები“ წაიყვანს. 

მაყურებელი საინტერესო, ისტორიულ, პატრიოტიზმით სავსე გადაცემას 8 სექტემბრიდან იხილავს. 

აღნიშნულთან დაკავშირებით კალანდია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და გადაცემის ანონსს გვთავაზობს:

„დღეს განსაკუთრებული დღეა ჩემს ცხოვრებაში, რადგან სულ მალე იმედის ეთერში ჩემი ახალი პროექტი დაიწყებს მაუწყებლობას, იმედია მაყურებელი მას მოიწონებს, იმედია ამ არეულ დროებაში მთავარ სათქმელს გაიგებს.

ამ გადაცემის კეთება იყო დიდი სიამოვნება, რადგან ჩემს გარშემო პროფესიონალთა მთელი კოჰორტა შეიკრიბა, პროდიუსერიდან დაწყებული ოპერატორით და მემონტაჟით დასრულებული ყველა თავის საქმის მაესტრო იყო.

დიდი მადლობა არხის ხელმძღვანელს მაკა ლომიძეს, მისი იდეა იყო ამ გადაცემის შექმნა და მისი თანადგომით შევძელით ამ გამოწვევის გადალახვა, გამორჩეული მადლობა მაია ჩიგოშვილს მისი მხარდაჭერით განსაკუთრებით გავძლიერდით  - დიახ!

ჩვენ ქართველები შესანიშნავი ხალხი ვართ! დანარჩენი კი 8 სექტემბრიდან იმედის ეთერში“, - წერს გიორგი კალანდია. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ფრენა მინდა“ - ნეკა სებისკვერაძე ახალი სიმღერით ბრუნდება

„ნამდვილი ვარსკვლავი ხარ, შინაგანადაც და გარეგნულადაც...“ - ნანუკა სტამბოლიშვილის შთამბეჭდავი ფოტოები სანაპიროდან

⭕„ყველაზე მეტად ის მიხარია, რომ ხაზი ესმება დედაჩემის, ბებიაჩემის და ბაბუაჩემის გენეტიკას... ყველა დავპატიჟე საქართველოში“ - ნინი ბადურაშვილის თავბრუდამხვევი წარმატება და კომპლიმენტები ARMAN-ის წარმომადგენლებისგან