Digest Logo

🎥 „ფრენა მინდა“ - ნეკა სებისკვერაძე ახალი სიმღერით ბრუნდება

1756905362
ნეკა სებისკვერაძე

ქართველი მომღერალი, მუსიკოსი, კომპოზიტორი და საზოგადო მოღვაწე ნეკა სებისკვერაძე მსმენელს ახალ სიმღერას უძღვნის, რომელსაც „ფრენა მინდა“ დაარქვა. 

კლიპი ესთეტიკური კადრებით გამოირჩევა და ღრმა შინაარსს ატარებს. კომპოზიტორი ნინო ჩხიკვაძეა, ლექსის ავტორი კი მანანა სიამაშვილი.

ვიდეომ „იუთუბზე“ უამრავი დადებითი კომენტარი დააგროვა: 

„ჩემი გოგო  ტკბილი და ულამაზესი“.

„როგორც ყოველთვის - ნიჭიერი და გემოვნებიანი“.

„ხმა ტკბილი, რა კარგია“, - წერენ კომენტარებში.

ცნობისთვის, ქართველი მომღერალი, მუსიკოსი, კომპოზიტორი და საზოგადო მოღვაწე ნეკა სებისკვერაძე 1984 წლის 9 დეკემბერს თბილისში დაიბადა. 

სცენაზე პირველად 6 წლის ასაკში წარდგა, ხოლო 9 წლისამ ტელეშოუს „ალიონი“ მუსიკათმცოდნე მაია დათუნაშვილის რუბრიკაში დებიუტი ჰქონდა. 

13 წლის ასაკში უკვე საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის სოლისტად ჩამოყალიბდა და აქტიურად მოღვაწეობდა.

 ასევე დაგაინტერესებთ:

„ნამდვილი ვარსკვლავი ხარ, შინაგანადაც და გარეგნულადაც...“ - ნანუკა სტამბოლიშვილის შთამბეჭდავი ფოტოები სანაპიროდან

⭕„ყველაზე მეტად ის მიხარია, რომ ხაზი ესმება დედაჩემის, ბებიაჩემის და ბაბუაჩემის გენეტიკას... ყველა დავპატიჟე საქართველოში“ - ნინი ბადურაშვილის თავბრუდამხვევი წარმატება და კომპლიმენტები ARMAN-ის წარმომადგენლებისგან

🎥 „მე ვარ ერთადერთი ქართველი, რომლის კოსმეტიკას FDA–მ ლიცენზია მიანიჭა“ - ნუკი კოშკელიშვილი