საქართველოში „ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის“ ყოფილმა დირექტორმა და გერმანიის მარშალის ფონდის, “დემოკრატიის დაცვის ალიანსის” ხელმძღვანელმა, ლორა თორნტონმა განაცხადა, რომ „საქართველოს მთავრობამ უნდა გადაწყვიტოს, რა უფრო მნიშვნელოვანია – ივანიშვილის დაცვა თუ დასავლეთი და დემოკრატია“.
აღნიშნულ განცხადებას სოციალურ ქსელში ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერია გამოეხმაურა.
„ბევრი ბლაბლას გარეშე ვუპასუხებ პიროვნებას, რომელიც მისი დაქვემდებარების ქვეშ მყოფი ორგანიზაციების მეშვეობით „კვებავდა” ნაცმოძრაობასა და საქართველოს მტრადმოკიდებულ „ენჯეოებს“.
კვებავდა იმ ფულით, რომელსაც კელი დეგნანი გვაყვედრის. კვებავდა რევანშისტულ ძალებს და ქართული სახელმწიფოს მტრებს.
ისე, თავადაც კარგად იკვებებოდა და იყოფდა ამ თანხებს. საკმარისია, მხოლოდ მოწვეულ კონსულტანტებზე, ლექტორ-კოორდინატორებზე და მისთანებზე დახარჯული წილის დათვლა მოხდეს და ყველაფერი ნათელი გახდება!
ჰო, ახლა ვუპასუხებ!
ქართველი ხალხის დიდი უმრავლესობის არჩევანი ასეთია:
ჩვენ ვირჩევთ მშვიდობის დამცველ ხელისუფლებას და მშვიდობის გარანტად ქცეულ ბიძინა ივანიშვილს!
ბასტა!
ასეა ეს, რადგან მშვიდობიანი საქართველოა უპირველეს ყოვლის!“, - წერს ხათუნა ხოფერია.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵„ძალიან ჰგავს მამას“ - როგორ გამოიყურება ლევან ქარაზანიშვილისა და ქეთი ძიგუას პირველი შვილი (ფოტო)