სოციალური ქსელის მომხმარებელი „აბთია“ ჯაყელი-ცნობილაძე ფეისბუკზე შოკის მომგვრელ ამბავზე წერს, რომელიც მას ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში, „კლინიკა ლჯ და კომპანია“ გადახდა თავს. იგი დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საქართველოს სახალხო დამცველს მიმართავს, რადგან აღნიშნული საკითხი განიხილონ.
„კლინიკა ლჯ და კომპანია თავიდან რომ დავიწყოთ...
14 აგვისტოს დაახლოებით 03:00 საათზე, ბავშვის მაღალი სიცხისა (40.2 რომელიც ვერ დაუგდეთ) და ღებინების გამო მოგვიწია სასწრაფოს გამოძახება. ჯერ გადაგვიყვანეს ერთ კლინიკაში და იქ კოვიდ ტესტის ჩატარებისას მივიღეთ დადებითი პასუხი, რის გამოც გადაგვიყვანეს ავტოქარხანაში, თქვენს კლინიკაში ლჯ და კომპანია.
მანდ მოსვლისას მორიგე ექიმმა მითხრა, რომ მამასთან ერთად ვერ შევიყვან ბავშვსო, ვინაიდან პალატაში ყველა სხვა ბავშვს დედა ახლავს და ისინი უხერხულად იგრძნობენ თავს და ამიტომ დედა მოვიდესო. ვუხსნი ამ მორიგე ექიმს, რომ 29-ში მეორე შვილი შეგვეძინა და დედა ახლა 2 კვირის ჩვილთან ერთად აქ ვერანაირად ვერ მოვა და ვერც დატოვებს ბავშვს. შემდეგ სასწრაფოს, რომელმაც მიგვიყვანა, უთხრეს რომ გაერკვიათ ვინ მიიღებდა კოვიდიან ბავშვს, რომელსაც ახლავს მამა.
წარმოიდგინეთ, ამ მომენტისთვის უკვე იყო დაახლოებით ღამის 4 საათი, თუ მეტიც და კლინიკა პაციენტის მიღებაზე უარს მეუბნება იმის გამო, რომ ბავშვს მამა ვახლავარ და არა დედა.
მორიგე ექიმის ბოლო არგუმენტმა ხო საერთოდ გამაოცა:
ექიმი:
- შენი ცოლი რომ იყოს ახლა პალატაში და მასე ბავშვი რომ შეიყვანონ მამასთან ერთად, ხომ არ გესიამოვნება რომ ვიღაც კაცს მოუწევს იქ ყოფნაო?!
მე:
- პირველ რიგში მშობლები ვართ მეც და ისინიც და მერე ვართ კაცი და ქალი და მგონია გაგებით მოეკიდება ყველა ამ საკითხს.
ექიმი:
- კარგი ახლა, რა საქმეს მირჩევ აქ! რა ვქნათ ახლა ასეთი ტრადიციების და მენტალობის ხალხი ვართ ქართველები.
მოკლედ, რომ ვთქვათ ტრადიციები და მენტალობა დამიყენეს ბავშვის ჯანმრთელობაზე მეტი წინ!!!
ანუ, მამა კლინიკაში ბავშვთან ერთად ვერ უნდა დარჩეს საჭიროების დროს? რატო წამოვიდა ეგეთი დისკრიმინაცია ვერ ვხვდები. ადამიანის, ბავშვის ჯანმრთელობას ეხება საკითხი და რა ტრადიციებზე და მენტალობაზე მელაპარაკებით.
იმ მამებმა, ვინც მარტო ზრდის ბავშვს, რა უნდა გააკეთონ ამნაირ შემთხვევაში? სამწუხაროდ ბევრია ქვრივი მამაკაცები, რომლებიც მარტო ზრდიან თავიანთ შვილს/შვილებს და ანუ მაგათაც არ მიიღებთ და სხვა კლინიკაში გაუშვებთ იქნებ ვინმემ მიგიღოთო?!
საბოლოოდ, დედაჩემს დავურეკე და ვთხოვე, რომ სამსახურიდან წამოსულიყო (24 საათიან ცვლები აქვს) და ბავშვთან გაჩერებულიყო. ფაქტობრივად, დედაჩემს რომ ვერ დავკავშირებოდი ან საერთოდ სხვა ქალაქში ცხოვრობდეს კოვიდიან ბავშვს მამასთან ერთად კლინიკა არ მიმიღებდა და შუაღამეზე უნდა მეტარებინა ეს სიცხიანი ბავშვი და მეძებნა კოვიდ კლინიკა რომელიც მიმიღებდა.
ერთი მომენტი კიდევ - სანამ არ ვთქვი რომ დედაჩემი მოვიდოდა და ის დარჩებოდა ბავშვთან, ბავშვს არც სიცხე გაუსინჯეს, არც ყელი შეუმოწმეს და არც სისხლის ანალიზი აუღეს!!!
დილის 5 საათზე როგორც იქნა შეიყვანეს პალატაში, რომელშიც გვერდით საწოლზე ჰყავდათ 9 წლის ბავშვი ენტეროვირუსით! ანუ წარმოიდგინეთ ეს მომენტიც, კოვიდიანი ბავშვი შეჰყავთ ენტეროვირუსიან ბავშვთან და იქ აჩერებენ 3 ღამე. ამ ბავშვს რომ გადადებოა კოვიდი? ან ჩემს ბავშვს რომ გადადებოდა ეს ენტეროვირუსი?
კოვიდიან ბავშვთან ყოფნისას დედაჩემსაც, რა თქმა უნდა, გადაედო კოვიდი და ღამე სიცხემ რომ აუწია (38,7) და სიცხის დამწევი რომ თხოვა მედპერსონალს, მაგაზეც უსასწაულესი პასუხი გასცეს:
„თქვენ გატარებული არ გვყავხარ და წამალს ვერ მოგცემთო“. საუბარია ერთ აბ პარაცეტამოლზე თუ ნუროფენზე. აბსურდია არა?
საბოლოოდ ასე ნერვებ აშლილი გამოგვწერეს 16 ივლისს და დაგვინიშნეს წამალი, რომელიც არც ერთ აფთიაქში არ იშოვება. ფიზიკურად არ აქვს არავის.
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო იქნებ მიაქციოთ საქართველოში მოქმედ კლინიკების მედპერსონალის (ყველაზე არ ვამბობ რა თქმა უნდა) კვალიფიკაცია/მომზადებას, ეთიკისა და ხალხთან ურთიერთობის ტრენინგები ჩაუტაროთ, აუხსნათ რომ დისკრიმინაცია რაიმე ნიშნით ცუდია და ტრანდიციები და მენტალობა არ უნდა დააყენონ ადამიანის ჯანმრთელობის წინ და ჰიპოკრატეს ფიცი შეახსენოთ, რომ მხოლოდ ფიზიკურ ჯანმრთელობაზე არ არის იქ საუბარი.
საქართველოს სახალხო დამცველი Public Defender of Georgia არც პირველი ვიქნები და სავარაუდოდ არც ბოლო და იქნებ თქვენც განიხილოთ ასეთი შემთხვევები“, - წერს აბთია ჯაყელი ცნობილაძე
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵„ძალიან ჰგავს მამას“ - როგორ გამოიყურება ლევან ქარაზანიშვილისა და ქეთი ძიგუას პირველი შვილი (ფოტო)
🔵„ორი ბავშვით, საკმაოდ დიდ წვიმაში დავრჩი ქუჩაში“ - რა შეემთხვა მარიკა არევაძეს