უკრაინაში მებრძოლი ვანო ნადირაძის განცხადებით, ბახმუტში დარჩენილი ქართველი მებრძოლები უკრაინელ სპეცსამსახურებთან ერთად, ყველაფერს აკეთებენ, რათა დაღუპულების ცხედრები გადმოასვენონ.
„ბახმუტში კიდევ არიან ჩვენი ბიჭები დარჩენილი. ბახმუტი ჯოჯოხეთია. ჩვენი დაღუპული ბიჭებიც ჯოჯოხეთში იყვნენ სამწუხაროდ. დარწმუნებული ვარ, რომ ის ძალიან მაგარი ქართველი ბიჭები, რომლებიც ჯერ კიდევ იქ არიან, სპეცსამსახურებთან ერთად ყველაფერს გააკეთებენ, რომ ჩვენი გარდაცვლილები გამოიყვანონ“, - აცხადებს ვანო ნადირაძე.
შეგახსენებთ, რუსულ აგრესიას უკრაინაში, 24 თებერვლის შემდეგ, უკვე 33 ქართველი მებრძოლი შეეწირა.
რუსულ აგრესიას 3 დეკემბერს: ბადრი მარკელია, რომეო კვარაცხელია, რომეო ფიჩხაია, მერაბ ალადაშვილი და ავთო რურუა ემსხვერპლნენ.
ასევე დაგაინტერესებთ👇