
ილია თოფურიას შემდეგი მოწინააღმდეგე ჩარლზ ოლივეირა იქნება. ბრძოლა გაიმართება 29 ივნისს, UFC 317-ზე.
ქართველი და ბრაზილიელი მებრძოლები იჩხუბებენ მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრისთვის.
აღნიშნულთან დაკავშირებით UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ილია თოფურიასთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს:
„ჩემი ძმა ილია თოფურია!
ჩვენი ძმა ილია შაბათს კიდევ ახალ ისტორიას დაწერს…“, - წერს მერაბ დვალიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕თბილისში სასწრაფოს პარამედიკოსმა უგონო მდგომარეობაში მყოფ კაცს გული აუმუშავა
🎥 ირაკლი აზაროვის შვილი მოინათლა - ფეხბურთელი პატარა ნილას გაქრისტიანების კადრებს გვიზიარებს