Digest Logo

„აქ, ცოტა ნაღვლიანი სახე აქვს ჩვენ გმირ გოგოს“ - თამუნა მუსერიძე ბიოლოგიურ მამასთან და ნათესავებთან ერთად - უახლესი ფოტო სამეგრელოდან

1725869074
თამუნა მუსერიძე

8-წლიანი ძიების შემდეგ ტელეწამყვანმა და ჟურნალისტმა თამუნა მუსერიძემ ბიოლოგიური მამა იპოვა და მას სამეგრელოში ესტუმრა.

როგორც ირკვევა, ტელეწამყვანის ბიოლოგიური მამა ზუგდიდში მცხოვრები, დამსახურებული ქორეოგრაფი, გურგენ ხორავაა.

თამუნა მუსერიძის სოციალური ქსელის გვერდზე, ახლად ნაპოვნ ოჯახთან და ნათესავებთან ერთად ახალი ფოტო გამოჩნდა.

„ჩვენი გურგენ ხორავა...“, - წერს თამუნა მუსერიძე ფოტოზე.

შეგახსენებთ, თამუნა მუსერიძე გახლავთ ჯგუფ „ვეძებ“ -ის დამფუძნებელი, რომლის მიზანიც გაშვილებული ადამიანების პოვნა და დანაშაულებრივ ქმედებებში ჩართული პირების გამომჟღავნებაა.

აღნიშნულ ფოტოს საზოგადოების დიდი გამოხმაურება მოჰყვა:

„ეს, საოცარი რაჭველი ბიჭუნა, არ დაგვიჩაგროთ მეგრელებმა“,

„აქ ცოტა ნაღვლიანი სახე აქვს ჩვენ გმირ გოგოს. გაგვაცანით მამის და ქმრის გარდა ვინ არიან“,

„როგორი ერთნაირი აღნაგობა და საყვარლები არიან“,

„რამხელა დარდი მოიხსენით გულიდან… როგორ მესმის თქვენი“, - წერენ კომენტარებში.
 

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„ყოველი იმედგაცრუება კარგი მომავლის საწინდარია...“ - რას წერს გიორგი ლობჯანიძე?

🎥 „არ არის გამორიცხული ელექტრო საფრთხეები...“- ხათუნა ნოელის ყოველდღიური ასტროლოგიური პროგნოზი

⭕კახა კალაძე: ვერცერთი პროექტი ვერ განხორციელდება, თუ ქვეყანაში მშვიდობა არ გვექნება