Digest Logo

„ყოველი იმედგაცრუება კარგი მომავლის საწინდარია...“ - რას წერს გიორგი ლობჯანიძე?

1725867725
გიორგი ლობჯანიძე

ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში საინტერესო პოსტს აქვეყნებს, სადაც ადამიანებზე და ურთიერთობებზე საუბრობს.

მისი თქმით, ყოველი იმედგაცრუება კარგი მომავლის საწინდარია.

„სხვადასხვა გზაზე, ეტაპობრივად, სხვადასხვა ასასვლელი საფეხურები გვხვდება ხოლმე.

საინტერესო იცით რა არის? ის, რომ აზრთა კომბინაცია აქცევს ადამიანს, იმად, რაცაა იმ წუთს, ანუ გამოდის, რომ რასაც ვფიქრობთ, ის ვართ ჩვენ.

მეტსაც გეტყვით, ცხოვრებაში, ის ხალხი გვხვდება და იმ გარემოში ვიჭერთ კონტაქტს, ვინც გვჭირდება ისევ ჩვენი საკუთარი თავის განვითარებისთვის.

ასეთი მოდელის სისტემაა ამ სამყაროში. პარადოქსულად ჟღერს, თუმცა შეიძლება დაინახო ორი აბსოლუტურად განსხვავებული ტიპი და მათ ცხოვრება დაუკავშირონ ერთმანეთს.

აქაც, მინუსმა და პლუსმა მონახეს ერთმანეთი, რომ საკუთარ თავზე იმუშაონ, თუნდაც დროებითი აღმოჩნდეს ურთიერთობა. ის კონტაქტი, რაც ჩვენ ფსიქოლოგიურ ლაქას გვიტოვებს ერთგვარი საზრდოა და ბლოკის გამხსნელი, რაც შემდგომი ცდისთვის უკეთესს გვხდის.

ყოველი იმედგაცრუება კარგი მომავლის საწინდარია, ეს სიტყვები შეესაბამება ასეთ გაკვეთილს.

მაშასადამე, ყოველთვის და ყოველ წუთს, რასაც ვფიქრობთ, რაც გვიტაცებს, რითაც ვინტერესდებით - ის ვართ ჩვენ და ზუსტად იმ ინდივიდებს ვიღებთ გონიერებისთვის და სულის ზრდისთვის, ვინც გვჭირდება და ვისაც ვჭირდებით, რათა მცირედით მაინც შევცვალოთ სვლა, თუნდაც ხანგრძლივი ტანჯვის შემდეგ“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „არ არის გამორიცხული ელექტრო საფრთხეები...“- ხათუნა ნოელის ყოველდღიური ასტროლოგიური პროგნოზი

⭕კახა კალაძე: ვერცერთი პროექტი ვერ განხორციელდება, თუ ქვეყანაში მშვიდობა არ გვექნება

⭕ლევან მაჭავარიანი ტრანსნაციონალური დანაშაულის გახსნაზე: ამ ფულით ფინანსდება ოპოზიცია და „ენჯეო“ სექტორი - ეს პირდაპირ ბატონი კეზერაშვილის სიტყვებია, სწორედ ამიტომ არ აწყობთ რადიკალურ „ენჯეოებს“, გასაჯაროვდეს მათი ფინანსები