მომღერალი, მსახიობი ზვიად აბაშიძე გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში მომღერალი და ტელეწამყვანი გია ბაღაშვილი გამოეხმაურა და გარდაცვლილის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.
„ძალზე სამწუხარო ამბავი! გარდაიცვალა ჩვენი მეგობარი, ნიჭიერი და გულიანი კაცი, შესანიშნავი მომღერალი, მსახიობი ზვიად აბაშიძე.
ვუსამძიმრებ ოჯახის წევრებს, ნათესავებს, ახლობლებს... ღმერთმა ნათელში ამყოფოს ზვიადის სული!“, - წერს გია ბაღაშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: