ჟურნალისტი რამდენიმე წიგნის ავტორი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა ლიბერალების წინააღმდეგ აპრილის ბოლოს ფართომასშტაბიან აქციას აანონსებს. ამის შესახებ მან ფეისბუკის პირად გვერდზე დაწერა და აღნიშნა, რომ ახლა უფრო მეტნი არიან ვიდრე 2012 წელს იყვნენ.
„ხომ გახსოვთ 2012 წელს თითქმის
300.000 რომ გამოვეფინეთ?
ახლა უკვე გავმრავლდით, ზოგი ბებია გავხდით და ზოგი ბაბუა!
ხოდა ჩვენი მონაგარით ვაჩვენოთ ამ ნაგავ ფსევდოლიბერალებს, ამ ფაშისტებს, ამ უსაქმურებს რამდენი ვართ საღად მოაზროვნე!!!
როგორი უმაგრესი შვილები და შვილის შვილები
გვყავს!!
რა ლამაზი და ჭკვიანი ახალი თაობა გავზარდეთ!
მე მოვდივარ სრული შემადგენლობით!
მიყვარხარ საქართველო!
P.S. უბრალოდ ერთი კითხვა მაქვს, ახლა რა დამაძინებს აპრილის ბოლომდე“, - წერს ლალი მოროშკინა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„წლები გავიდა უკვე და ბოლომდე მაინც ვერ ვხვდები, რომ დედა აღარ მყავს“ - ნათია ფანჯიკიძე
🔵„მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელებს“ - მიხეილ ცაგარელის დღის რჩევა