Digest Logo

„წლები გავიდა უკვე და ბოლომდე მაინც ვერ ვხვდები, რომ დედა აღარ მყავს“ - ნათია ფანჯიკიძე

1679549173
ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე გარდაცვლილი დედის დაბადების დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და თავის ემოციებზე წერს:

🔵„ქვეყნის ისტორია სავსეა დახოცილი ან სუიციდამდე მიყვანილი მწერლებით“ - ნათია ფანჯიკიძე

„წლები გავიდა უკვე და ბოლომდე მაინც ვერ ვხვდები, რომ დედა აღარ მყავს. ვერ მოვამთავრე დედა, როგორც ცოცხალი ჩემში. არც საფლავის ნახვა მიყვარს ხშირად ამიტომ. ყველაზე სევდიანი ის კი არაა, რომ დედის სიკვდილს ბოლომდე ვერ ვწვდები, არამედ ის, რომ მხოლოდ დედას სიკვდილის მერე მივხვდი, რომ მამა გარდაცვლილია და როცა დედას ვიხსენებ, როგორც ცოცხალ ტკივილს, მამას ვგლოვობ, რომელიც დედამ „მომიკლა“ და რადგან დედა მუდმივად ჩემშია, ყოველდღე მტკივა მამა.

დედაჩემის დაბადების დღეა დღეს.

ყვითელი ნარცისი იყო მისი საყვარელი ყვავილი. ყველა დაბადების დღეზე ვყიდულობდი მისთვის. საფლავზეც ყვითელი ნარცისები დამაქვს“, - წერს ნათია ფანჯიკიძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵ერთი ამოსუნთქვით წასაკითხი - აუტისტი ბავშვების საოცარი ფრაზები

🔵„დღეს ახალმთვარეობაა-მძიმე კოსმიური ენერგიების დღე, ამიტომ იყავით ფრთხილი და წინდახედული“ - დღის დეტალური პროგნოზი

🔵🎥 „6 თვის ფეხმძიმე ვიყავი, როდესაც ქმარი ბალიშით მგუდავდა“ - რა გზა გაიარა სოფია კანდელაკმა კრიმინალური ავტორიტეტის ცოლობიდან სტრიპტიზიორობამდე