Digest Logo

„ჩვენი საამაყო ბიჭი!“ - სალომე შარვაძე გიორგი მიქაუტაძესთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს

1757316885
სალომე შარვაძე

მსახიობი სალომე შარვაძე სოციალურ ქსელში საქართველოს ნაკრების ფეხბურთელთან, გიორგი მიქაუტაძესთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს.

ფოტოები საქართველო-ბულგარეთის წარმატებული თამაშის შემდეგ არის გადაღებული, რომელიც საქართველოში 7 სექტემბერს გაიმართა და ანგარიშით 3-0 დასრულდა.

„ჩვენი საამაყო ბიჭი!!!“, - წერს სალომე შარვაძე და კადრებს გვიზიარებს, სადაც მის ქალიშვილთან და გიორგი მიქაუტაძესთან ერთად პოზირებს.

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელისთვის, გიორგი მიქაუტაძისთვის, ბოლო პერიოდი განსაკუთრებით ემოციური და ამავდროულად წარმატებული აღმოჩნდა.

იგი საფრანგეთის „ლიონიდან“ ესპანურ „ვილიარეალში“ გადავიდა, რათა გუნდი ფინანსური კრიზისისგან დაეხსნა. ბავშვობის სანუკვარ გუნდს „ლიონს“, მიქაუტაძე ემოციურად დაემშვიდობა და გულშემატკივრისგან ბევრი გამოსამშვიდობებელი ცრემლი დაიმსახურა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „მიაქციეთ ყურადღება, რა ხდება თქვენ ზურგს უკან... მატულობს ფარული მტრები და ჭორები“ - მიმდინარე კვირის ასტროპროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან

⭕დუტა სხირტლაძის ქალიშვილი გათხოვდა - კადრები ცერემონიიდან

📸 სალომე ბაკურაძის და გვანცა დარასელიას კადრები - „ანათებთ გოგოებო!“