თბილისში, ორთაჭალაში, მტკვარში დამხრჩვალი ახალგაზრდა კაცის, შოთა ქარსელაძის შესახებ მეგობარი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და გარდაცვლილის შესახებ წერს.
როგორც სტატუსიდან ვიგებთ, ის რიონის ხეობის ერთ-ერთი თანამებრძოლი ყოფილა.
„შოთა ქარსელაძე, რომელმაც დღეს მტკვარში მოზარდი გადაარჩინა და თავად დაიღუპა ჩვენი თანამებრძოლი იყო რიონის ხეობაში...
ამ რამდენიმე კვირის წინ, როცა გუმათჰესიდან ექსკურსიაზე მყოფი ბავშვი რიონში გადავარდა სწორედ მან გადაარჩინა... დღეს კი მტკვარმა წაგვართვა მისი სიცოცხლე.... მშვიდად განისვენე ძმაო გოშე... გმირები არ კვდებიან.
იმედი მაქვს სახელმწიფო სათანადო პატივს მიაგებს სამოქალაქო გმირ შოთა ქარსელაძეს (გოშეს),“- წერს ლაშა მესხი.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ: