ტელეწამყვანი და მუსიკოსი გია ბაღაშვილი, რომელიც 4 ქალიშვილის მამაა ხშირად აქვეყნებს ოჯახურ კადრებს.
იგი აქტიური მამაა და ჩართულია შვილების აღზრდის პროცესში.
მან ამჯერად შვილებთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და საზოგადოებას საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.
„გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! ჩვენს სამშობლოს გაუმარჯოს!“, - წერს გია ბაღაშვილი.
ცნობისთვის, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ეროვნული დღესასწაულია, რომელიც ყოველი წლის 26 მაისს აღინიშნება.
1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ მიიღო სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი და ჩამოაყალიბა დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობა. სახელმწიფოს პოლიტიკური მმართველობის ფორმად აღიარეს დემოკრატიული რესპუბლიკა; შეიქმნა ევროპული ტიპის ქართული სახელმწიფოებრიობა, დემოკრატიული სისტემა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორ გამოიყურებოდა ანუკი არეშიძე 26 მაისის ღონისძიებაზე - ფოტოები
🎥 „მოვიდა ჩემი საოპერაციოში შესვლის დრო“ - რა კადრებს აქვეყნებს ქეთი ჩხაიძე