Digest Logo

როგორ გამოიყურებოდა ანუკი არეშიძე 26 მაისის ღონისძიებაზე - ფოტოები

1779788106
ანუკი არეშიძე

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ეროვნული დღესასწაულია, რომელიც ყოველი წლის 26 მაისს აღინიშნება.

1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ მიიღო სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი და ჩამოაყალიბა დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობა. სახელმწიფოს პოლიტიკური მმართველობის ფორმად აღიარეს დემოკრატიული რესპუბლიკა; შეიქმნა ევროპული ტიპის ქართული სახელმწიფოებრიობა, დემოკრატიული სისტემა.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას, სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად, დაესწრო თბილისის მერი კახი კალაძე მეუღლესთან, დიზაინერ ანუკი არეშიძესთან ერთად.

ანუკი არეშიძე 26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე ყოველთვის კლასიკურ სტილს ირჩევს. ამჯერად მან არჩევანი დიდი ზომის პიჯაკსა და შარვალზე გააკეთა, რომელიც მუქი ფერის სათვალესა და თეთრ პერანგს მოუხდინა. 

დიზაინერი როგორც ყოველთვის შესანიშნავ ფორმაში იყო.

ნახეთ ფოტოები 👇

ფო­ტო­ე­ბი: გი­ორ­გი ნი­კო­ლიშ­ვი­ლი; ვანო გორ­გიშ­ვი­ლი

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „მოვიდა ჩემი საოპერაციოში შესვლის დრო“ - რა კადრებს აქვეყნებს ქეთი ჩხაიძე

⭕„თუ თავისუფლებას ყოველდღე არ ქმნი, შენს დროშას, ჰიმნს, წარსულსა და მომავალს სხვები დაეპატრონებიან, არ დათმო, რაც შენია“ - გია მურღულია

⭕„არ ღირს აჩქარება, მკვეთრი რეაქცია და ემოციით მიღებული გადაწყვეტილებები“ - 26 მაისის მეტაფიზიკური პროგნოზი