Digest Logo

„ჩვენს სკოლაში ზეიმის ნაცვლად დიდი გლოვაა“ - ტრაგედია, რომელმაც წალენჯიხა შეძრა

1663227408
ეკაფიფიაეკაფიფია

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩინოში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შემთხვევას ამავე სოფლის სკოლის დირექტორი ეკა ფიფია ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, ქალმა საჭის დამორჩილება ვერ შეძლო და ავტომობილი ხევში გადაიჩეხა.

გარდაცვლილს სოციალურ ქსელში კოლეგები, ნათესავები და ახლობლები ემშვიდობებიან.

„მწუხარებას გამოვთქვამ, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, სოფელ საჩინოს (ნაგურუს) N 2 საჯარო სკოლის დირექტორის: ეკა ფიფიას მოულოდნელად გარდაცვალების გამო!

დააკლდა სკოლას! დააკლდა რაიონს! ღმერთმა დალოცოს მისი უკვდავი სული!
„სიკვდილის გზა არრა არის ვარდისფერ გზის გარდა!“, - წერს გიორგი ფიფია.

„ვაიმე, ეს რა უბედურებაა. ღმერთო, რატომ გვტოვებენ ასეთი საუკეთესო ადამიანები. მიჭირს ეკა შენზე წარსულში მოხსენიება...“.

„ძალიან,ძალიან სამწუხარო ამბავი. შენთან სიკვდილს რა უნდოდა ეკა ჯერ. ნათელში იყავი!“. 

„ვერ ვიჯერებ ეს რა გავიგე, რა მოხდა ეკა, რატომ ხდება ასეთი კარგები რატომ მიდიან ჩვენგან, როგორ მენანება შენი უდროოდ წასვლა, ჩემო ეკა“.

„ვიზიარებ ოჯახის ტრაგედიას, საშინელებაა ეკა შენ დააკლდები შენს ოჯახს და მთელ სოფელს უფალს ებარებოდე“.

„ჩვენს სკოლაში ზეიმის ნაცვლად დიდი გლოვაა“, - ემშვიდობებიან გარდაცვლილს ახლობლები. 

ასევე დაგაინტერესებთ👇

🎥 როგორ გაახარა ხვიჩა კვარაცხელიამ პატარა გულშემატკივარი - ემოციური კადრები

🎥 არის თუ არა ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიის 20%? - ქუჩის გამოკითხვა ბათუმში

🔵ვოლოდიმირ ზელენსკი ავარიაში მოყვა