Digest Logo

„ჩვენს თავს რადგან არ ინგრევა მარიუპოლის დრამატული თეატრი, დილის ყავის არომატით გაბრულებულები „ვსქროლავთ“ იქაურ ამბებს“ - ნანა გეგეჭკორი

1647927667
ნანა გეგეჭკორი

„ვერ ვიჯერებ, რომ რასაც ვუყურებთ და ვუსმენთ ის მართლა ხდება ჩვენს ირგვლივ, ჩვენ კი დილით, ყავის არომატით გაბრუებულები „ვსქროლავთ“ „ნიუსებს“, ჩვეულებრივ ვაცილებთ სკოლაში შვილებს და თავად ყოველდღიურ რუტინაში ვერთვებით…“. - ასე ეხმაურება რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომს ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში. მის მიერ დაწერილ ემოციურ პოსტს „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ.

„ხშირად მიფიქრია, რას გრძნობენ ადამიანები ვისაც არ შეუძლია ესმოდეს, ან ხედავდეს…

ზოგჯერ ფილმს, ინტერვიუს ან თუნდაც სიმღერას ვუყურებ, გამორთული ხმით და ვცდილობ მივხვდე რაზე საუბრობენ, ან რა ხმები აისახება ადამიანების სახეზე მიმიკებად…

არ ვიცი რამდენად ახლოსაა ამ დროს გამოსახულების ჩემეული აღქმა იმ ადამიანებისასთან ვისი თვალითაც უხმო სამყაროს დანახვას ვცდილობ.

მგონი ახლა ვხვდები, როგორია სამყარო ხმების გარეშე. მეტიც, ახლა გამოსახულებისაც აღარ მჯერა. ვერ ვიჯერებ, რომ რასაც ვუყურებთ და ვუსმენთ ის მართლა ხდება ჩვენს ირგვლივ, ჩვენ კი დილით, ყავის არომატით გაბრუებულები „ვსქროლავთ“ ნიუსებს, ჩვეულებრივ ვაცილებთ სკოლაში შვილებს და თავად ყოველდღიურ რუტინაში ვერთვებით…

დაუჯერებელია, ამდენი მილიარდი ადამიანი, პირდაპირ ეთერში ვუყურებთ მარიუპოლის ტრაგედიას და ჩვეულებრივი რუტინით ვაგრძელებთ ცხოვრებას. უშუალოდ ჩვენს თავს რახან არ ინგრევა მარიუპოლის დრამატული თეატრი, დილის ყავის არომატით გაბრულებულები ვსქროლავთ იქაურ ამბებს…

ასე მგონია, ბგერას და გამოსახულებას უკვე ვეღარ აღვიქვამ. შეუძლებელია ეს ყველაფერი მესმოდეს, ვხედავდე და ჩვეულებრივ რუტინაში ვრჩებოდე.

როგორ გავუძლო?

თქვენ როგორ უძლებთ?“, – წერს ნანა გეგეჭკორი.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„მოსალოდნელი კრიზისი და საქართველო“ - ასტროლოგი რუსეთის ხელისუფლების ჩამოშლის თარიღს ასახელებს

🔵ღრუბელი, თოვლი, ნისლი - 22 მარტის ამინდის პროგნოზი

🔵„ყველაზე ცუდი კვირა დაიწყო - დღეს 3 საათიდან სიფრთხილე გმართებთ“ - ცაგარელის გაფრთხილება ზოდიაქოს ნიშნებს