Digest Logo

„და კიდევ, ფერუმარილს რომ წაითხაპნით და ნაგვის პარკებს მე-9 სართულიდან ყრით...“- რას წერს ბერდია კალანდია

1703142377
ბერდია კალანდია

ჟურნალისტი - ბერდია კალანდია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას მიმართავს.

ბერდია კალანდია ერთ-ერთი მოქალაქის წერილს ეხმაურება და პასუხობს, რომ საზოგადოებამ სამოქალაქო პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და საკუთარი სადარბაზო თუ ეზო თავად უნდა დავალაგოთ.

„თაიმერის “აღშფოთებული” მკითხველი მწერს: „რატომ ვერ ხედავთ, რა დღეშია ქალაქი, რატომ არ წერთ, რა სიბიძურეა სადარბაზოებში და ა.შ“ - ეს არის ამონარიდი „თაიმერის“ მკითხველის წერილიდან.
ერთს მხრივ, მოქალაქის აღშფოთება გასაგებია, მაგრამ მეორეს მხრივ, საკითხავია, სადარბაზო, სადაც ცხოვრობთ, ანუ სადაც დღეში რამდენჯერმე გიწევთ შესვლა-გასვლა, მერმა უნდა დაგილაგოს?!
ისე, რომ იცოდეთ, ევროპელობა მხოლოდ მაღალი ხელფასები არ არის. დიახ, ევროპელობა, პირველ რიგში, სამოქალაქო პასუხისმგებლობაა, ანუ ის არის, რომ საკუთარი სადარბაზო თუ ეზო ჩვენ თვითონ უნდა დავალაგოთ და საამისოდ პრეტენზიები ხელისუფლებასთან არ უნდა გქვონდეს!
და კიდევ, ფერუმარილს რომ წაითხაპნით ხოლმე და ნაგვის პარკებს მე-9 სართულიდან ყრით, ეს "სვეცკობა“ ნუ გგონიათ. ან კიდევ ნაგვვის წურწურებიანი პარკით რომ მოტასაობთ და ისეთი "როჟა" გაქვთ თითქოს სხვის ნაგავს ყრიდეთ ძალიან, ძალიან დიდი სიგოიმეა და ახლა, გინდათ გეწყნოთ და გინდა გაგიხარდეთ ეს სიმართლე!
ისიც სიმართლეა, რომ დამლაგებლისთვის, რომელმაც სადარბაზო უნდა დაგილაგოთ, 50 თეთრს ვერ იმეტებთ და ამ დროს მამალ ბუზს არ ისვმათ.
ასე რომ, სანამ ასე აზროვნებთ, არაფერი გვეშველება! დროა, გაითავისოთ, რომ სადარბაზოც ჩვენი საკუთრებაა და მასაც ისე უნდა მიხვდედოთ, როგროც სახლს, ამიტომაც, ძონძებო, პრობლემას იქ ნუ ეძებთ, სადაც არ არის!“,- წერს ბერდია კალანდია.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵 20 წლის ფეხმძიმე ქალის გარდაცვალების გამო საგარეჯოში საახალწლო ნაძვის ხის ანთების ცერემონიალი გადაიდო

„ასე იყო საჭირო, რომ შემეძლოს ჩაგეხუტებოდი და გეტყოდი, რომ...“- რას წერს თი მაჭავარიანი