Digest Logo

„და კიდევ რამდენი ორი წელი უნდა გავიდეს?!“ - 20 აგვისტო მღვდელ თეიმურაზ ქორიძის გარდაცვალების დღეა

1787231651
რუსკა ზაბახიძე

2024 წლის 20 აგვისტოს, მძიმე ავადმყოფობის შედეგად, ნინოწმინდისა და საგარეჯოს ეპარქიის მღვდელმსახური თეიმურაზ ქორიძე გარდაიცვალა. ტრაგიკული დღიდან ორი წლის გასვლასთან დაკავშირებით, მოძღვრის მეუღლე, რუსკა ზაბახიძე, სოციალურ ქსელში გულში ჩამწვდომ პოსტს აქვეყნებს.

„და კიდევ რამდენი ორი წელი უნდა გავიდეს ….  

„შენ ჩემო მზეო, შემომეშველე“…  

მე უფრო მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ“,- წერს იგი.

ასევე გიზიარებთ რუსკა ზაბახიძის მიერ, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ემოციურ ლექსს, რომელიც მღვდელ თეიმურაზს სიცოცხლეშივე მისთვის აქვს მიძღვნილი.

„ვიცი ჩემს სიკვდილს ვერ აიტანს შენი სინაზე და გაციებულ შუბლზე კოცნა გეუცხოება.

ერთადერთ წამად ჩაიქროლებს თვალთა წინაშე მარტოდენ ცრემლში დატეული მთელი ცხოვრება.

სულს აატირებს მკლავმოკვეთილ დედის წუხილი, გაყინულ სისხლად მოაწვება დარდი საფეთქელს.

და როგორც მარტი ზამთრის დღეთა გამოძახილი ეს ჩემი გულიც, შენი გულის ცემით იფეთქებს.

გამოუჩნდება ჩვენს სიყვარულს ბევრი მთხრობელიც, ბევრი მათგანი აღმოაჩენს კიდეც საერთოს.

სხვა გულის ცემას უმასპინძლებს ქუჩა რომელიც,

ქუჩა რომელიც, მარტო ჩვენი გვეგონა ერთ დროს“.

ავტორი: მღ. თეიმურაზ ქორიძე.

მამა თეიმურაზ ქორიძე 2016 წლიდან ნინოწმინდისა და საგარეჯოს ეპარქიის მღვდელმსახური იყო.