Digest Logo

„და რა არის ჯოჯოხეთი, სადაც მართლები ხვდებიან? ის არაფრით განსხვავდება სააქაოსგან“ - რა წერილი მიიღო გიორგი კეკელიძემ?

1684823371
გიორგი კეკელიძე

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ მან წერილი მიიღო, სადაც მისი ლექსის შესახებ სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი საკუთარ ხედვებს უზიარებს.

„აი, ასეთი წერილი მივიღე სოციოლოგ იაგო კაჭკაჭიშვილისგან ჩემს ლექსზე - ,,თითქმის თვითმკვლელის სიმღერა" ციკლიდან #ახალისიმღერები:

,,გიორგი კეკელიძის ამ ლექსში თვითმკვლელები ჯოჯოხეთში ხვდებიან! აქ თითქოს თანხვედრაა ორთოდოქსულ-რელიგიურ პოზიციასთან, მაგრამ არა - პოეტის მსოფლაღქმაში თავს მართალი ადამიანები იკლავენ („ტყუილი უდრის ცოცხლად ყოფნას“).

მართალი ადამიანები არასოდეს არიან ფხიზლები - ფხიზელ ადამიანებს სიმართლის ეშინიათ, სიმართლეს გაურბიან და სიცოცხლე უნდათ; ხოლო თუ სიმართლეს თვალი გავუსწორეთ, ყულფში თავის გაყოფა თითქმის გარდაუვალია.

და რა არის ჯოჯოხეთი, სადაც მართლები ხვდებიან? ის არაფრით განსხვავდება სააქაოსგან - მოსაწყენი, ღარიბული, სევდიანი და ნესტიანი ყოველდღიურობისგან.

ჯოჯოხეთი ჩვენი უბედური (თუმცა, ღიმილიანი) ცხოვრებაა და როდესაც ამ ცხოვრებას თვითმკვლელობით ვემშვიდობებით, ისევ ამ ცხოვრებაში ვხვდებით.

არაფერი იცვლება, სულ არაფერი. ჯოჯოხეთი და რეალობა ერთი წრეა, რომელშიც ვერავინ გაიგებს, სად მთავრდება ერთი და სად იწყება მეორე, ისინი ერთმანეთში გადადიან, ერთმანეთს ავსებენ.

გიორგი კეკელიძის ამ ლექსში ირეკლება დღევანდელი დუხჭირი და დეპრესიული საქართველო, სადაც მართლები ჯოჯოხეთში ცხოვრობენ, ხოლო ფლიდნი - ცოცხლობენ და... ხარობენ!

ცოცხლობენ ამ სამოთხეში და იცოცხლებენ იმ სამოთხეშიც, რადგან მათ სიმართლისთვის თვალის გასწორება, ე.ი. თავის მოკვლა არ შეუძლიათ“,- წერს კეკელიძე.