
ცნობილ მომღერალსა და მუსიკოსს მანანა მენაბდეს პანკრეასის კიბო აქვს.
ცოტა ხნის წინ კი მსახიობმა განო მელითაურმა საზოგადოებას მუსიკოსის დახმარების თხოვნით მიმართა.
ახლახან მსახიობმა უახლესი ინფორმაცია გაავრცელა, სადაც ვკითხულობთ, რომ საქართველოს მთავრობამ ოპერაციისთვის საჭირო სრულად დააფინანსა.
„ჩემო ძვირფასო ქართველებო! ძვირფასო ემიგრანტებო! მეგობრებო, ჩვენი ოჯახის და მანანას გულშემატკივრებო!
უდიდესი მადლობა ასეთი ერთსულოვნებისთვის და გვერდში დგომისთვის!
ფანტასტიკური ამბით ვბრუნდებით თურქეთის კლინიკიდან!
მანანას ოპერაციისთვის საჭირო, ასევე საჭირო სახსრები სრულად ერთობლივი ძალებით დააფინანსა
საქართველოს მთავრობამ, ბატონმა პრემიერმა, კულტურის სამინისტრომ და მერიამ!
ძალიან მალე, მანანა მენაბდეს უფლის და თქვენი ყველას შეწევნით ჯანმრთელს და ისეთივე საოცარს უვნებლად დავაბრუნებთ და ყველას, უკლებლივ ყ ვ ე ლ ა ს სახელი და გვარი მაქვს პირადად შენახული მის საქველმოქმედო კონცერტზე მოგიპატიჟებთ!
მიყვარხართ ყველანი!
გთხოვთ, შეწყვიტოთ თანხების დარიცხვა, თუ სადმე გავიჭედეთ ვიცი რომ თქვენი იმედი ყოველთვის გვექნება!“, - წერს განო მელითაური.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ავარია ლანჩხუთში - დაღუპულია 15 წლამდე მოზარდი
🎥 ცნობილია საქართველოს საკონკურსო სიმღერა, რომელსაც მარიამ შენგელია „ევროვიზია 2025-ზე“ წარადგენს