Digest Logo

🎥 „საკმაოდ მისტიკური პერიოდია, დაგანახვებთ იმას, რაც ადრე დაფარული იყო...“ - რას ამბობს მარიამ შუკაკიძე დაბნელებების დერეფანზე

1741961250
მარიამ შუკაკიძე

2025 წლის 14 მარტს სავსემთვარეობა და მთვარის დაბნელებაა. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ეს დღე თითოეული ადამიანის ემოციურ მდგომარეობასა და მოტივაციაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს. აღსანიშნავია, რომ სწორედ 14 მარტს დაბნელების დერეფანი იწყება და 29 მარტს მზის დაბნელებით დასრულდება. ამავე პერიოდში, ორი პლანეტა - ვენერა და მერკური რეტროგრადულ მოძრაობაშია.

რა უნდა ვიცოდეთ აღნიშნულ მოვლენაზე, რა გავლენას მოახდენს ის ადამიანებზე და რა არ უნდა გავაკეთოთ მიმდინარე დღეებში - აღნიშნულ თემაზე ასტროლოგი მარიამ შუკაკიძე სოციალურ ქსელში საუბრობს და საზოგადოებას საჭირო რჩევებს უზიარებს:

„დღეს გვაქვს მთვარის დაბნელება, ქალწულის ზოდიაქოს ნიშანში. დაბნელებები კლასიკურად წელიწადში ორჯერ გვაქვს, შემოდგომას და გაზაფხულზე. დაბნელება ხსნის პორტალს ტრანსფორმაციისთვის, სიახლეებისთვის.

საკმაოდ არასტაბილური დღეა ემოციურად, მთვარე ჩვენს არაცნობიერთან, ემოციებთან, ჯანმრთელობასთანაა კავშირში, ამიტომ მოვერიდოთ კონფლიქტს, სერიოზულ გადაწყვეტილებებს, წამოწყებებს.

კარგი დღეა ენერგეტიკული წმენდისთვის, დაალაგოთ სახლი, გადაყაროთ ნაგავი. კარგი დღეა სტრუქტურირებისთვის, ჩამოვწეროთ გეგმა, რა გვინდა დავალაგოთ გონებაში. 

კარგი პერიოდია მედიტაციისთვის, ენერგეტიკული წმენდისთვის, ამიტომ თუ ნებისმიერი ატრიბუტი გაქვთ წმენდისთვის, გამოიყენეთ. მოიშორეთ ყველაფერი ზედმეტი.

რა არ უნდა გავაკეთოთ 14 მარტს? 

არ არის რეკომენდებული სერიოზული შენაძენი, დოკუმენტებზე ხელის მოწერა, სერიოზული წამოწყება, დაოჯახება და ოპერაცია, თუ რამე გადაუდებელი არ არის. 

რა ნიშნები იგრძნობენ ამას? 

საბოლოო ჯამში ყველაზე იქონიებს გავლენას, მაგრამ უფრო მეტად იგრძნობენ თევზები, ქალწული, მშვილდოსანი, ტყუპები. 

დაბნელება კარგი პერიოდია თვითშემეცნებისთვის, ფსიქო ანალიზისთვის. დაბნელება ყოველთვის დაგანახვებთ იმას, რაც ადრე დაფარული იყო. საკმაოდ მისტიკური პერიოდია და ვინც მგრძნობიარეა 2-3 კვირით ადრე გრძნობდნენ დაბნელების მოახლოებას. თუ გქონდათ უძილობა, ძილიანობა, თავის ტკივილი, ფიზიოლოგიური ცვლილებები - ეს ყველაფერი გამოიწვია ამ პერიოდმა“, - ამბობს მარიამ შუკაკიძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ქვეცნობიერი გადის გენერალურ დასუფთავებას... ადამიანებთან, რომლებიც გამოჩნდებიან, შეძლებთ გამოასწოროთ ყველაფერი“ - ანზორ ოდიშარია დაბნელების დერეფანზე

⭕+29 გრადუსი - როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

⭕ლევან მაჭავარიანი ანტინარკოტიკულ რეფორმაზე: ჩვენ ვართ პასუხისმგებლები, რომ ჩვენი მომავალი თაობა გაიზარდოს ჯანსაღ გარემოში, შესაბამისად ეს ნაბიჯი არის უალტერნატივო