ქუჩის მუსიკოსი იურიკა ლომინაძე გადაცემის „დღის პოსტი“ სტუმარი იყო, სადაც მან თბილისის მერის კახა კალაძის მიერ მათთვის გაწეულ დახმარებასა და სიკეთეზე ისაუბრა.
როგორც მომღერალი ამბობს, ერთ დღეს მერმა მუსიკოსს საბა საფარელს დაურეკა და ბენდისთვის საჭირო ყველა ინსტრუმენტი უყიდა.
„ყველანი ქუჩიდან მოვხვდით ერთმანეთთან. ვართ ქუჩის მუსიკოსები, დაახლოებით 5 წელი ვუკრავდი გარეთ. ქუჩის მუსიკა ჩემს გულში იქნება სიცოცხლის მანძილზე. თუ ვინმე მიცნობს სწორედ ამის დამსახურებაა.
ერთხელ ქუჩაში ვმღეროდით და მახსოვს ირმა სოხაძე მოვიდა და ჩვენთან ერთად იმღერა.
2020 წელს საბა საფარელმა, რომელიც ასევე მხატვარიცაა, ფეისბუკზე კახა კალაძის ფოტო ატვირთა, წამოვიდა ბულინგი, რის გამოც ჩავრთეთ „ლაივი“. ვთქვით, რომ ვართ აპოლიტიკურები და კახი გვიყვარს, როგორც ფეხბურთელი.
დაახლოებით ნახევარ საათში კახიმ დაურეკა საბას პირადად, ბენდს ინსტრუმენტები შეგვიძინა, თავისი ყველაფრით“, - იხსენებს იურიკა ლომინაძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: