Digest Logo

„დააზიანა უძველესი მოოქრული ვერცხლის საკათალიკოსო მიტრა-გვირგვინი. ის რაც არცერთმა არ იკადრა, ილია მეორემ ჩაიდინა“ - ილია ჭიღლაძე

1673854909
ილია ჭიღლაძე

დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში მორიგ სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს და საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს ილია მეორეს მოოქრული ვერცხლის საკათალიკოსო მიტრა-გვირგვინის დაზიანებაში სდებს ბრალს.

ილია ჭიღლაძე, მისი მოსაზრების გასამყარებლად, არგუმენტების სახით ფოტოებს აქვეყნებს.

„ილია მეორემ დააზიანა უძველესი მოოქრული ვერცხლის საკათალიკოსო მიტრა-გვირგვინი: ტახტოსანი მაცხოვრის რელიეფური ხატის მარცხნივ გამოსახული მოციქული ფეხს ქვემოთ ახლა გატეხილია გვირგვინის სარტყელი, არადა ადრე სრულიად უნაკლო იყო, იხილეთ ეფრემ მეორის ფოტო და თავად ილია მეორის ინტრონიზაციის ფოტო (25.12.1977).

ასევე: ეს მიტრა-გვირგვინი იყო დიდი ზომის, რათა ყველა კათალიკოსს დაეფარებინა თავზე, მიუხედავად თავისქალის ინდივიდუალური ზომისა, გვირგვინს შიგნიდან ჰქონდა სარჩული გამოკერებული, რომელიც კისრის თავზე იკვრებოდა ზონარით და მაგრდებოდა თავზე მყარად, რომ არ გადმოვარდნილიყო თავის დახრის შემთხვევაში.

ილია მეორემ პატრიარქობის პირველივე წლებში დააპატარავებინა გვირგვინი, იხილეთ მესამე ფოტო და შეადარეთ მეორე ფოტოს, ანუ 1977 წლის 25 დეკემბრის ინტრონიზაციის ფოტოს, სადაც გვირგვინი დიდიც აქვს და შიგ გამოკრული მოცისფრო ფერის სარჩულიც კარგად ჩანს.

მესამე და მეოთხე ფოტოზე კი გვირგვინი უკვე მჭიდროდ აქვს თავზე შემოჭერილი. ბუნებრივია, 45 წლის ასაკის მერე თავი აღარ გაეზრდებოდა კათალიკოს ილიას , ანუ მიტრა-გვირგვინია დაპატარავებული მისი თავის ზომის მიხედვით. ის რაც არცერთმა კათალიკოსმა არ იკადრა, ილია მეორემ იკადრა და ჩაიდინა.

პლუს, ეტყობა დაუვარდათ და გატეხილია ძირი. მიტრის უკანა მხარეც დასათვალიერებელია. ეს უნიკალური, ისტორიული საკათოლიკოსო გვირგვინი (მიტრა) ოქრომჭედლობის მკვლევარ ხელოვნებათმცოდნეთა მიერ არაა შესწავლილი და არც სათანადოდ ფოტოფიქსაცია არ მომხდარა. შესაძლოა შიგნიდან საკტიტორო წარწერაც ჰქონდეს. ჩემი სუბიექტური დაკვირვებით ჭედურობა სტილისტურად მე-17 საუკუნის უნდა იყოს“, - წერს ილია ჭიღლაძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵ზელენსკის ბუბა კიკაბიძის დაკრძალვის ორგანიზებაში ჩართვა სურს - გიული ალასანია

🎥 „მამაჩემს უმღერის ძალიან ენატრება, გაგიჟდება ეს ვიდეო რომ დავდე, მაგრამ...“ - გივიკო დიდია დედასთან ერთად გადაღებულ კადრებზე

🔵ნანი ბრეგვაძის ემოციური პოსტი ბუბა კიკაბიძეს