მსახიობი ნანუკა გულუა ძმას ეძებს, რომელიც დაბადებიდან 1 კვირაში გააშვილეს. იგი 1977 წლის 30 აპრილს დაიბადა და ვიქტორი ჰქვია.
ნანუკა საზოგადოებას თხოვნით მიმართავს, რომ აცნობონ ნებისმიერი დეტალი, რაც მას ძმის პოვნაში დაეხმარება.
„მეგობრებო, ვეძებ ძმას, რომელიც 1977 წლის 30 აპრილს დაიბადა…
დაბადებიდან 1 კვირის შემდეგ გააშვილეს… მისი დაბადების სახელია ვიქ(კ)ტორი … გთხოვთ თუ გაქვთ ეჭვი, ან ყურმოკვრით გახსოვთ ჩემი ძმის გაშვილების შესახებ ნებისმიერი დეტალი გამაგებინეთ… მილიონი პროცენტით დავიცავ თქვენს ანონიმურობას გეფიცებით შვილებს!“, - წერს ნანუკა გულუა.
ცნობისთვის, ნანუკა გულუა პროფესიით არც მსახიობია და რამდენიმე წლის წინ ვერც წარმოიდგენდა, რომ საზოგადოების დიდ სიყვარულს სწორედ ეს საქმე მოუტანდა. პოპულარულ სერიალში „ჩემი ცოლის დაქალები“ დოჩის როლმა მას, ცნობადობასთან ერთად, უამრავი ადამიანის პატივისცემაც მოუტანა.
2021 წელს ნანუკა გულუამ იქორწინა. მისი რჩეული კახაბერ კაშია გახდა, დღეს კი წყვილს 3 შვილი ჰყავს.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ახალგაზრდა მასწავლებელი, რომელიც თემქაზე დაჭრეს, გარდაიცვალა - შსს განცხადებას ავრცელებს
⭕„ბრძოლა მორიგი ჩემპიონობისათვის... V ტური განსაკუთრებულია“ - ნონა გაფრინდაშვილი იტალიაშია
⭕კრისტი ყიფშიძის სექსუალური ფოტოები სოცქსელს იპყრობს - „საოცარ ფორმაში ხარ“