საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ზურიკო დავითაშვილი სოციალურ ქსელში მეუღლეს, მია გზირიშვილს დაბადების დღეს ულოცავს.
„დაბადების დღეს გილოცავ ჩემო სიყვარულო“, - წერს ფეხბურთელი და ცოლთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
შეგახსენებთ, რომ ზურიკო დავითაშვილსა და მის მეუღლეს 2023 წლის 15 ნოემბერს ვაჟი შეეძინა, რომელსაც დათი დაარქვეს.
კითხვაზე, როგორ გაიცნო მომავალი მეუღლე, ზურიკო დავითაშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებდა:
„რუბინში“ დავბრუნდი, ვიცოდი, რომ ერთი თვე ვრჩებოდი იქ და მერე სხვა გუნდში უნდა წავსულიყავი. მე და კვარა ერთ ოთახში ვიყავით. იმ პერიოდში მას უკვე ჰყავდა შეყვარებული. სულ ვუყურებდი, რომ ლაპარაკობდა და ჩვენ ისე აღარ ვკონტაქტობდით, როგორც ადრე, შეიძლება ითქვას, რომ ნიცამ „წამართვა“ კვარა. ნიცას ჰყავდა დაქალი მია. ფოტოები ვნახე და მომეწონა, მოვილაპარაკეთ, რომ უნდა გამეცნო. მაგრამ დაგეგმილად ხომ ვერაფერი მოხდებოდა. კვარას და ნიცას დახმარებით გავიცანი მია და პირველივე დღიდან ისე წავიდა ყველაფერი, რომ უკვე ეტყობოდა, როგორ განვითარდებოდა სიტუაცია. მია ბევრ რამეში დამეხმარა. ეგ პერიოდი მქონდა რთული.

ასევე დაგაინტერესებთ:
⭕მანუ მურღულია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს - „ჩემი ტკბილი ბაბუ აღარ მყავს“
🎥 „ჩემთვის ხარ ჯადოქარი, მიყვარხარ“ - დათო ევგენიძე 67 წლის გახდა