Digest Logo

„დაბადების დღეს გილოცავ ზვიად იმიერში, ქვეყანას დააკლდი და მე ხომ თავისთავად“ - გიორგი გამსახურდია

1774970260
 გიორგი გამსახურდია

საქართველოს ეროვნული გმირი, მეცნიერ-ფილოლოგი, მწერალი, მთარგმნელი, პოლიტიკოსი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, 1939 წლის 31 მარტს დაიბადა.

მას 87 წელი შეუსრულდებოდა.

ზვიად გამსახურდიას შვილი, გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში ფოტოებს აქვეყნებს და მას დაბადების დღეს ულოცავს.

„საქართველოს დამოუკიდებლობის იდეა, დაიბადა და გაიზარდა ზვიადთან და მერაბთან ერთად. საბოლოოდ, მათ დამოუკიდებლობის იდეას ხორცი შეასხეს.

1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმზე და 1991 წლის 9 აპრილს, ეს ყველაფერი დაკანონდა. საქართველო გახდა დამოუკიდებელი. რომ იძახდა, წინ ძალიან ბევრი რამე გვაქვს გასაკეთებელიო, მეც მიკვირდა, ვერ ვხვდებოდი, პატარა ვიყავი. მერე და მერე უფრო მივხვდი და დღეს კიდევ, ნათლადაა ყველაფერი. ყოჩაღ ამ მაგარ ბიჭებს, ესენი არიან ზვიადის თაობა და მართლა საქმით მისი იდეის გამგრძელებლები.

ფაქტია, ხელისუფლებაში ყოფნისას ამტკიცებენ ამას და კვლავ დაამტკიცებენ კიდევ. დაბადების დღეს გილოცავ ზვიად იმიერში, ქვეყანას დააკლდი და მე ხომ თავისთავად“, - წერს გიორგი გამსახურდია და ფოტოებს გვიზიარებს. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕მოსკოვში 7 წლის ბავშვმა ფანჯრიდან ჩანთა გადააგდო, რომელშიც 88 ათასი აშშ დოლარი იდო

📸 „დადუ 3 წლის“ - როგორ აღნიშნა ნანუკა გუდავაძემ და ბერა ივანიშვილმა უმცროსი შვილის დაბადების დღე

⭕როდის და როგორ დავთესოთ სააღდგომო ჯეჯილი?