„შეაჩერე კორუფციას“ თანადამფუძნებელი ვატო გელაშვილი 9 მარტს უკრაინაში მოხალისედ გაემგზავრა. როგორც ამავე კომპანიის თანადამფუძნებელი - ქეთევან ენუქიძე აცხადებს, ვატო დაჭრილია.
ამის შესახებ ინფორმაცია ენუქიძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
„ვატო ამ ბაზაზეა…
ბოლოს ვოცაპში უკრაინის დროით 4:45 საათზეა ნამყოფი…
დაბომბვა ერთი საათის შემდეგ დაიწყო…
ვატო დაჭრილია, ოღონდ, როგორც ჩანს, მძიმედ არ არის, რადგან ბაზაზე წევს და საავადმყოფოში არ გადაუყვანიათ….
ბოლო და 100%-იანი ინფორმაცია, რომელიც ჩვენი საელჩოდან მივიღეთ:
კარგად არის, ბატონო, ვატო....
ისე, რა ბედი აქვს ამ ბიჭს...
ჯერ იყო და, ვიღაც „ახვრები“ რომ არ დაასმინა, 17 წელი მიუსაჯეს...
ქოცების დროს გამოვიდა (თან იმ ახვრებზე გვიან) და მერე ციხის თემების გამო ლამის ანათემას გადასცეს - რას ჰქვია, ამბობ, რომ არავის აუპატიურებდნენო...
რა აღარ ეძახეს...
20 ივნისს სახლიდან ფეხით წავიდა რუსთაველზე შუაღამისას - ბავშვებს ცემენო.
ჯერ ლამის თვალი ამოთხარეს, მერე დაიჭირეს, სულ ბოლოს - შენ რატომ არ ჩაგსვესო და აგენტი ეძახეს...
არავისთვის რომ არ დაურტყამს და ამიტომ არც არაფერი ჰქონდათ მის წინააღმდეგ, ეგ ვის აინტერესებდა?
ახლა იყო და, ეკლებზე იჯდა, სანამ წავიდოდა...
რაც ამან ბილეთზე იწვალა...
ჩავიდა და ორ დღეში დაბომბეს...
ჩვეულებრივი წიგნის გმირია...
სუფთა, კამკამა, ბავშვივით ალალი ბიჭი...
კომიკურიც და ტრაგიკულიც - ერთდროულად...“, - წერს ენუქიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵რატომ მალავს პუტინი შვილებს - პრეზიდენტის ქალიშვილების საიდუმლოებით მოცული ცხოვრება
🔵„ნუ ვეძებთ მიზეზებს იქ, სადაც საძებარი არ არის... ახლა არ არის კინკლაობის დრო“ - ჯემალ ბაღაშვილი