ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო და ძალიან შეიყვარა.
გია სოციალურ ქსელშიც საკმაოდ აქტიურია და ცხოვრებისეული გამოცდილებიდან მისეულ დაკვირვებებს, შეფასებებს თუ გამოცდილებებს გამომწერებს ხშირად უზიარებს.
ამჯერადაც იგი სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ.
„ბევრს საუბრობენ დადებით ენერგიაზე.
ადამიანები საუბრობენ, მსჯელობენ, მაგრამ ვერ იაზრებენ, რა დიდი და სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს დადებით ენერგიას.
დადებითი ენერგია აუცილებელია ჯანმრთელობისთვის, პირადი ცხოვრებისთვის, წინ სვლისთვის, წარმატებისთვის და შინაგანი განწყობისთვის.
დადებითი ენერგია მოდის იმ ადამიანებისგან, ვისაც უყვარხართ, ვისაც უხარიათ შენი სიხარული და უანგაროდ უნდა შენთან ურთიერთობა.
რამდენჯერ უნდა დაუშვა ერთი და იგივე შეცდომა.
რამდენჯერ უნდა მოტყუვდე.
რამდენჯერ უნდა გიყვარდეს.
რამდენჯერ უნდა უყვარდე.
რამდენჯერ უნდა გაბრიყვდე.
რამდენჯერ უნდა დაბრმავდე.
ეძებე მიზეზი საკუთარ თავში.
ჩაატარე ექსპერიმენტი.
როცა ცუდად ხარ, არ აქვს მნიშვნელობა, ფიზიკურად თუ სულიერად, დაუძახე შენს კეთილის მსურველებს, მიიღე დადებითი ენერგია და მიხვდები რა ძალა აქვს სიყვარულს“, - წერს გიორგი ჯაჯანიძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„ჩემი ცხოვრების სიყვარულები“ - ილია თოფურიას ცოლი ახალ ფოტოებს აქვეყნებს
🎥 „ბუდუსთან ერთად, ახალ სახლში“ - რა კადრებს აქვეყნებს ეროვნული ნაკრები
🎥 ნუცა თოფურიას შესრულებამ „აფხაზური“ დიდი მოწონება დაიმსახურა - „დავტკბი მოსმენით, გაიხარე“