ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.
მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ მისი ქადაგებების გვერდი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს:
„ადამიანს უნდა ჰქონდეს შიში ზიარებისა,
უნდა ჰქონდეს, მაგრამ შიში ზიარებისა არ ნიშნავს რომ არ ეზიარო,
იმიტომ, რომ ჩვენი რწმენა ამას გულისხმობს - ქრისტესთან ყოფნას გულისხმობს;
დადგება წამი და დრო, ჩვენი გარდაცვალებისა,
და რას ეტყვი უფალს,
რომ მე მეშინია შენთან ყოფნის?!
არა ვარ მზად გარდაცვალებისთვის?!“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕რას ნიშნავს ბავშვის სოციალურ-ემოციური განვითარება - ფსიქოლოგის რეკომენდაცია მშობლებს