სპორტული ჟურნალისტი, დავით ბაკურაძე სოციალურ ქსელში ახალი წლის ღამეს მომხდარ ამბავს საზოგადოებას მოუთხრობს. ბაკურაძის პოსტს „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ:
„სიცხე მაქვს, სურდო და ჯანდაბა... ამაზე გამახსენდა... 1996 წელია, მაშინაც 1 იანვარი იყო ჩემ 5 წლის გოგოს სიცხე მისცა და ახველებს, მაშინ სასწრაფოს მხოლოდ სერიოზულ შემთხვევებში იძახებდა ხალხი, ამიტომ ჩვენი პილიკლინიკიდან გამოვიძახეთ ექიმი, პოლიკლინიკაში ვერ წავიყვანდით, უარესად გაცივდებოდა. ჩვენთან სტუმრად იყო მაღალი, 100 კილოიანი, წვერებიანი, დაუოჯახებელი ჩემი მეგობარი გოჩა, რომელსაც თოვლის ბაბუად ვასაღებდით… ეს ჩვენი თოვლის ბაბუა ცდილობს გაართოს ჩემი შვილი როდესაც მოვიდა ექიმი… სუსტი, მაღალი, 30 წლამდე ქალი. გასინჯა ბავშვი და უწერს დანიშნულებას, ამ დროს დაირეკა სახლის ტელეფონზე, ავიღე
– გისმენთ
– გამარჯობა, პოლიკლინიკიდან გირეკავთ, ხომ არ მოსულა ექიმი?
– დიახ აქაა..
– თუ შეიძლება ტელეფონთან სთხოვეთ
მივიდა ეს ქალი ტელეფონთან, რაღაც რეპლიკების მერე ფურცელზე რაღაცის წერა დაიწყო… დაკიდა ყურმილი, დაბრუნდა ბავშვთან და გააგრძელა დანიშნულების წერა, თუმცა ეტყობა რომ ცუდ ხასიათზეა და ცრემლებიც ჩამოუგორდა…
– რამე პრობლემაა ქალბატონო?
– არა... არაფერი…
თუმცა ცრემლებმა იმატა…და აქვითინდა..
– ვეღარ ვქაჩავ… ჩვენი პედიატრი შვებულებაშია, ეს ჩემთვის მეხუთე გამოძახებაა დღეს… ახლა კიდევ რამდენიმე დამიმატეს... ფეხით დავდივარ ამ სიცივეში ხან ჯავის ქუჩის აღმართზე, ხან ზესტაფონის ქუჩის დაღმართზე…ბოდიშს გიხდით… მაპატიეთ…
- არა როგორ გეკადრებათ
აქ გოჩა ჩაერთო
– თქვენი სახელი უკაცრავად..
– მარინა
– ქალბატონო მარინა, დღეს მეტი არაფერი საქმე მაქვს, ნება მიბოძეთ ყველა დანარჩენ გამოძახებაზე ჩემი მანქანით მიგიყვანოთ
– არა ბატონო... რას ბრძანებთ…
– უარი არ მიიღება, დღეს თქვენ განკარგულებაში ვარწავიდნენ გოჩას ნოლშესტით… იმის მერე ერთად დადიან 26 წელია, ორი შვილი ჰყავთ“, - წერს დავით ბაკურაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵„შეიძლება წელს ჯეკპოტიც კი მოხსნათ“ - 2023 წლის პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
🔵როგორ გამოიყურებოდა ნეკა დოროყაშვილი ახალი წლის ღამეს - ფოტოები
წყარო: www.facebook.com