ეკა ქაჯაია, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია გადაცემაში „პრაიმშოუ“ იმყოფებოდა სტუმრად, სადაც დედობისკენ მიმავალი რთული მშობიარობების შესახებ იყო საუბარი.
როცა ექიმები ეუბნებოდნენ, რომ შვილის გაჩენა მის სიცოცხლეს საფრთხეს შეუქმნიდა, ეკა ქაჯაიამ მაინც აირჩია ბრძოლა. ძალის, რწმენისა და სიყვარულის წყალობით, დღეს ის დედაა, ქალი, რომელმაც შეუძლებელი შეძლო.
ეკა ეტლით გადაადგილდება და მრავალი კლინიკის უარის მიუხედავად, ინ-ვიტრო განაყოფიერების გზით დედა გახდა. ახლა ის 37 წლის ასაკში შეძენილ შვილს, ალექსანდრეს, მარტო ზრდის.
„ბევრ კლინიკაში მივედი და ყველამ უარი მითხრა, რადგან ეტლში ხარ ფიზიკურად ვერ შეძლებ ბავშვის გაჩენასო. იმდენად მინდოდა რომ დედა ვყოფილიყავი, ყველაფრისთვის ვიყავი მზად. ბატონ არსენ გვენეტაძესთან მივედი და ვუთხარი, რომ თქვენც თუ უარს მეტყვით, აქვე მოვიკლავ თავს-მეთქი. მერე ბატონმა არსენმაც ოღონდ შენ არ ინერვიულო და ყველაფერს გავაკეთებო
ინვიტროგანაყოფიერებით გავაჩინე შვილი. 35 წლის ასაკში დავოჯახდი და 37 წლის ვიყავი, როცა შვილი შემეძინა. სამწუხაროდ მეუღლე გარდამეცვალა, ალექსანდრეს ახლა მარტო ვზრდი. თუმცა ძალიან მიხარია რადგან, შვილი იმდენად მინდოდა ექიმები მეუბნებოდნენ, რომ შეიძლება შენ მოკვდეო. მე ვთქვი რომ ყველაფერზე თანახმა ვიყავი, ოღონდ შვილი მყოლოდა“, - იხსენებს ეკა ქაჯაია.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ჩემთვის ახალი წელთაღრიცხვა დაიწყო 2024 წლის პირველი დეკემბრიდან...“ - თეა სიჭინავა შვილზე
🎥 „პირველად ორი წერტილი რომ დავინახე შემეშინდა...“ - რას ჰყვება თეონა ცირამუა შვილებზე
🎥 „ვიწვალე, თითქმის 30 წელი...“ - როგორ გახდა თამთა დემურიშვილი დედა?