Digest Logo

„დაღმავალი კვანძი და ე.წ. თეთრი მთვარე ერთიანდებიან, ჩვენი წინსვლა წარსულის გადაფასებასთან არის დაკავშირებული“ - 6 მაისის ასტროპროგნოზი

1778048983
ასტროლოგი ასტროლოგი

დღეს, 6 მაისს, მთვარე იმოძრავებს თხის რქის ნიშანში. ეს სრულიად განსხვავებულ განწყობას ქმნის, ვიდრე სამშაბათს გვქონდა. მშვილდოსანში მყოფი მთვარის ცეცხლოვანი, გარკვეულწილად ქაოსური და რთულად მართვადი ენერგიის შემდეგ, დღეს წინა პლანზე შემოდის სერიოზულობა, მობილიზებულობა და დისციპლინა.

თხის რქაში მყოფი მთვარე გვიბიძგებს არა უბრალოდ მოძრაობისკენ, არამედ სწორი ქმედებებისკენ - დღეს ყველაფერს ვაკეთებთ მიზნის გააზრებით, პრაქტიკულობითა და მაღალი პასუხისმგებლობით. ეს არის დრო, როცა თითქოს საკუთარ შინაგან საყრდენს ვუბრუნდებით და საქმეებში სწორედ მას ვეყრდნობით.

თხის რქის მთვარე ყოველთვის რეალობას უკავშირდება - ის არ არის ორიენტირებული ილუზიებზე, ფანტაზიებსა თუ ზედმეტ ემოციებზე. ის გვიბიძგებს შედეგისა და სტრატეგიისკენ და მოგვიწოდებს, თითოეულ ნაბიჯზე დავფიქრდეთ:

რას ვაშენებთ და საით მივდივართ? ბუნდოვანებისა და იმპულსური დღეების შემდეგ, საბოლოოდ ვხედავთ, სად გვაქვს მყარი საფუძველი ფეხქვეშ.

თუმცა, ყველაზე საინტერესო ის კონფიგურაციაა, რომელიც დღეს ცაზე ყალიბდება: მთვარე ჰარმონიაშია კარმულ კვანძებთან. მთვარე, კვანძები და მერკური ერთად ქმნიან „იალქნის“ კონფიგურაციას, რაც ძალიან ძლიერ და მიზანმიმართულ ენერგიას ნიშნავს. „იალქანი“ ყოველთვის სტიმულირებს მოძრაობას, მაგრამ არა ქაოსურს, არამედ მკაფიოდ მიმართულს. ასეთ დღეებში ცა გვაძლევს გააზრებას, თუ საით უნდა მივისწრაფოდეთ - ეს ცოდნა შეიძლება მოვიდეს როგორც ლოგიკით, ისე შინაგანი შეგრძნებით.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ კონფიგურაციის წვერზე დაღმავალი კვანძი და თეთრი მთვარე ერთიანდებიან. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი წინსვლა წარსულის გადაფასებასთან არის დაკავშირებული. თეთრი მთვარე ჩვენი პიროვნების ნათელი მხარისა და მფარველი ანგელოზის სიმბოლოა. ეს შეერთება გვაძლევს შანსს, დავხუროთ წარსულის ნეგატიური ფურცლები და გადავჭრათ რთული სიტუაციები. რაც დიდი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა და გვამძიმებდა, დღეს შეიძლება გარკვეულ გადაწყვეტამდე მივიდეს - შესაძლებელია, ზოგი პრობლემა საბოლოოდ მოგვცილდეს და დაიხუროს გარკვეული ვალდებულებები.

თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ დღის მეორე ნახევარში სიტუაცია იცვლება. მთვარე იწყებს დაძაბული ასპექტის ფორმირებას სატურნთან, რაც უკვე შენელებასა და გარკვეულ გამოცდებს უკავშირდება. ამიტომ მნიშვნელოვანი საქმეების მოგვარება დღის პირველ ნახევარში დაგეგმეთ. დღის მეორე ნახევარში არ არის რეკომენდებული ხელმძღვანელობასთან ან სახელმწიფო სტრუქტურებთან მიმართვა, რადგან შესაძლოა წააწყდეთ გაუგებრობასა და გაჭიანურებას.

მიუხედავად იმისა, რომ „იალქნის“ კონფიგურაცია მხარს გვიჭერს, დღის ფონად მუდმივად ვიგრძნობთ მეცხრამეტე მთვარის დღის რთულ ენერგიებს. ეს პერიოდი ერთ-ერთ ყველაზე ორაზროვან და კარმულად დატვირთულ დღედ ითვლება. ეს არის დრო, როცა ვლინდება ჩვენი ჩრდილოვანი მხარეები - შინაგანი შიშები, სისუსტეები, ეჭვები და ძველი წყენები.

ეს დღე თითქოს ანთებს შინაგან ფარანს, რომელიც ჩვენს სულში იმ ადგილებს აშუქებს, სადაც ჩვეულებრივ ჩახედვა არ გვსურს. თუმცა ამ ყველაფერში იმალება ამ დღის მთავარი ძალა - ის გვაძლევს შანსს, თვალი გავუსწოროთ საკუთარ ჩრდილს, რათა აღარ ვიყოთ მისი ტყვეები.

მეცხრამეტე მთვარის დღე აძლიერებს ინტუიციას, ოღონდ მხოლოდ მაშინ, როცა შინაგან სიმშვიდეს ვინარჩუნებთ.
ამიტომ დღეს ძალიან ხელსაყრელია გაწმენდა. შეგიძლიათ მოიცილოთ ძველი ნივთები, დააკვირდეთ საკუთარ თავს, იმუშაოთ ემოციებთან და ჩაატაროთ გამწმენდი პრაქტიკები. ეს არის შინაგანი რევიზიის დღე - იმის, რაც დიდი ხანია ჩვენს ყურადღებასა და გადაწყვეტას ითხოვს.

გისურვებთ ჰარმონიულ, ნათელ და მშვიდ დღეს.

ვარსკვლავები გვანიშნებენ გზას, მაგრამ არჩევანი ყოველთვის ჩვენზეა.

ასევე დაგაინტერესებთ:

„ჰიპნოზის პირობებში ადამიანს შეიძლება შთააგონო რაც გინდა და ის ამას დაიჯერებს...“ - რას წერს ასტროლოგი

„ნამდვილი დივა, შეუდარებელი“ - ლელა წურწუმია ბრჭვიალა კაბაში პოზირებს

„შესაფერისი დღეა როგორც ურთიერთობის დალაგებისთვის, ისე მშვიდი განშორებისთვის“ - 6 მაისის პროგნოზი ფენშუის მიხედვით