მომღერალ თემო საჯაიასა და მოდელ მარიტა ჯანაშიას ოჯახში სიახლეა, წყვილს მეორე შვილი შეეძინა. სასიხარულო ინფორმაცია მუსიკოსმა სოციალურ ქსელში საკუთარ გამომწერებს თავად გაუზიარა.
ახალშობილი ვაჟია და მშობლებმა მას კონსტანტინე დაარქვეს.
„დაიბადა ჩვენი კონსტანტინე საჯაია. მარიტა, მადლობა ბუბლიკო!“, - ასე მიმართა თემომ მეუღლეს საჯაროდ.
წყვილმა უამრავი მილოცვა მიიღო:
„გილოცავთ კონსტანტინეს მოვლენას ამ ქვეყანაზე, ჯანმრთელობა და იღბალი არ მოაკლოს უფალმა“,
„გილოცავთ, ჯანმრთელობა, დღეგრძელობა და უამრავი ბედნიერება თქვენ კონსტანტინეს“,
„თემო გილოცავთ, ბედნიერი მომავალი და ლაღი ბავშვობა ჰქონოდეს“, - წერენ კომენტარებში.
შეგახსენებთ, რომ წყვილს უკვე ჰყავს უფროსი ვაჟი, 4 წლის ბექა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„შენ ეძებ ფულს იქ, სადაც ის არ არის“ - რას წერს ეზოტერიკოსი