Digest Logo

„დღე, როცა სიზარმაცეს არ უნდა აჰყვე...“ - თაკო მელიქიშვილი 16 აგვისტოს ასტროლოგიურ ენერგიებზე

1786874171
თაკო მელიქიშვილი

16 აგვისტო - დღე, როცა სიზარმაცეს არ უნდა აჰყვე.

დღის ენერგიებია: 7 • 7 • 5.

დღეს შეიძლება გაიღვიძო ერთი სურვილით: „მინდა ვიწვე, გემრიელად ვჭამო და საერთოდ არავინ შემაწუხოს!“, მაგრამ ერთი საიდუმლო არსებობს 👇

🏃‍♀️ შვიდიანის ენერგიის დღეებში ფიზიკური აქტივობა აუცილებელია: სირბილი, ველოსიპედი, ცეკვა. თუ ამას არ გააკეთებ, განწყობა შეიძლება გაგიფუჭდეს: ყველაფერი გაგაღიზიანებს, ყველა მოგიშლის ნერვებს და შენც მოგინდება, სხვებსაც გაუფუჭო ხასიათი 😂 ❤️ ხოლო თუ ენერგიას აამაღლებ, დღე სულ სხვაგვარად წარიმართება.

ძველ საქმეებს მოაგვარებ, ახლობლებს დაეხმარები და სიამოვნებით იტყვი: „მე შემიძლია, მე გამომდის და საჭირო ვარ!“.

🍀 ხუთიანის ენერგიამ შეიძლება საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოგაჩინოს. საკითხი, რომელიც დიდი ხანია ვერ გვარდებოდა, შესაძლოა მოულოდნელად შენს სასარგებლოდ გადაწყდეს.

🎨 აუცილებლად დაუთმე დრო შემოქმედებას, ახალ იდეებსა და განსხვავებულ საქმეებს. დილით ან საღამოს კი სურვილები ხელით ჩამოწერე ფურცელზე.

✍️ აიმაღლე ენერგია, იმოძრავე, შექმენი და ნუ დაუთმობ ამ დღეს სიზარმაცეს!

ასევე დაგაინტერესებთ:

„სიყვარულის გულწრფელი ახსნა, შერიგება ან ახალი, ძალიან ღრმა რომანის დასაწყისი“ - 16 აგვისტოს ტაროლოგიური პროგნოზი

მერაბ დვალიშვილი - პიოტრ იანის ბრძოლის თარიღი ცნობილია

რა უნდა გავაკეთოთ და რა არა, როცა ადამიანი სუიციდზე გელაპარაკება: პრაქტიკული რეკომენდაციები ფსიქოლოგისგან