Digest Logo

„დახვრეტიდან-დაცინვამდე!...ვიდეოები მიზანმიმართულად ვრცელდება დისკრედიტაციისთვის!“ - რას წერს გიორგი გასვიანი რობერტ სტურუას გარშემო ატეხილ აჟიოტაჟზე

1775636276
 გიორგი გასვიანი

მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი გასვიანი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, სადაც რეჟისორ რობერტ სტურუას მიერ დადგმული „ვეფხისტყაოსნის“ გარშემო ატეხილ აჟიოტაჟზე წერს:

„დახვრეტიდან-დაცინვამდე!

დაცინვა - ყველაზე იაფფასიანი კრიტიკა!

როცა სანდრო ახმეტელი დახვრიტეს, ეს იყო ძალადობის უკიდურესი ფორმა ხელოვნებაზე.

დღეს ხელოვანს აღარ ხვრეტენ — მაგრამ მას დასცინიან, აუფასურებენ, „ქოლავენ“ სოციალურ ქსელებში!

ფორმა შეიცვალა.

არსი — არა.

ზოგჯერ ყველაზე ხმამაღლა სწორედ ის იცინის, ვისაც არ ესმის!

რობერტ სტურუას „ვეფხისტყაოსანი“ არ არის სპექტაკლი მათთვის, ვინც თეატრს მხოლოდ ზედაპირულ სანახაობად აღიქვამს! ეს არის ხედვა, ინტერპრეტაცია, დიალოგი, ეს არ არის შიშველი ილუსტრაცია.

სოციალურ ქსელებში კონტექსტიდან ამოგლეჯილი 15-წამიანი სცენების გადაღება, არანაირ რეალურ სურათს არ ქმნის ამ დიდებული სპექტაკლის შესახებ! პირიქით, ასეთი მოკლე ვიდეოები მიზანმიმართულად ვრცელდება დისკრედიტაციისთვის!

თეატრი არ არის მუზეუმი.

ის ცოცხალია.

და როცა ხელოვნება წინ უსწრებს დროს — მას ყოველთვის ებრძვიან!
ერთ დროს ტყვიით!
დღეს — სიტყვებით!

არ გკლავენ — მაგრამ ცდილობენ, ხმა ჩაგიხშონ!

დაცინვა ყველაზე მარტივი რეაქციაა.

გააზრება — ყველაზე რთული.
და თუ ვიღაცას არ მოეწონა — ეს ნორმალურია.
მაგრამ თუ ვერ ხვდები, არ ნიშნავს, რომ ცუდია. პირიქით შეიძლება გენიალურია, მაგრამ შენ დროს აცდი,
ან ზოგჯერ, უბრალოდ იმას ნიშნავს, რომ ამის მიღებისთვის მზად არ ხარ!“, - წერს გიორგი გასვიანი.

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Giorgi Gasviani (@giorgigasviani1)

⭕ასევე დაგაინტერესებთ:

⭕იუდას ღალატის დღე – ქრისტიანული სამყაროსთვის მძიმე სიმბოლური თარიღი

⭕🎥 „ბაჩო მხოლოდ 2 თვის იყო, როცა მამამ მიატოვა...მის შემდეგ არც უნახავს, არც მაშინ, როცა გარდაიცვალა“ - რას წერს ლიკუნა კუჭუხიძე

⭕ ასტროლოგიური მანიკიური აპრილისთვის - თაკო მელიქიშვილის რეკომენდაციები