ფეისბუკმომხმარებელი ლილიტ კარაპეტიანი სოციალურ ქსელში, სხვა პირის მიერ მის მიმართ განხორციელებული სავარაუდო მუქარის შესახებ, ემოციურ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ:
„არ მჯერა!! მეც მომიწია ასეთი შინაარსის პოსტის დაწერა!?
მოკლედ ერთი ტიპია რომელსაც მოვეწონე, მიუხედავად იმისა რომ წინააღმდეგი ვიყავი მოვიდა ჩემს სახლში, ურთიერთობაზე უარი ვუთხარი, მერე მომწერა, მირეკავდა და ვბლოკავდი ყველგან იმიტომ, რომ საშინლად მაწუხებდა.
რამდენჯერმე ზეპირად დამემუქრა, რომ მომიტაცებს და არც ციხის არ ეშინია რადგან საჯარო მოხელეა და „ნაცნობები“ აქვს.
ავუხსენი ადამიანს, რომ არასოდეს არ გავიგო მის არსებობის შესახებ, საღამოს მანქანით მივდივარ ბაბუის სახლში და ვხედავ რომ რამდენიმე მანქანით დგანან.
უკვე უნდა მეშინოდეს სახლიდან გარეთ გასვლის რადგან მანიაკია!?
არა, არასოდეს, ეს მისი ნომერია, სახელი და გვარი იციან, ჩემი ოჯახის წევრები, მეგობრები და ჩემი იურისტი.
პ.ს. მერიის თანამშრომელი რატომ მიღებს და ამას მიგზავნის, როცა საჯარო შეხვედრა გვაქვს მერიაში!!!!!!!“,- წერს ფეისბუკმომხმარებელი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„ყველაფერი დავინახე, მეც მანქანაში ვიჯექი“ - დოთიაშვილი ოკუპანტების მიერ გინტურის მკვლელობაზე