
რამდენიმე დღის წინ ნუცა ბუზალაძემ პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა – იგი დაინიშნა. მომღერლის რჩეული ცნობილი მუსიკალური სპორტული აგენტი, დარენ პრინსია. წყვილის სიყვარულით სავსე დღეები აქტიურად გრძელდება, რაც სოციალურ ქსელებშიც ნათლად ჩანს.
ნუცამ ახლახან „ინსტაგრამზე“ რომანტიკული ვახშმის ამსახველი კადრები გამოაქვეყნა და დაწერა:
„გადატვირთული კვირის ბოლოს ყველაზე გემრიელი რამ არის რომანტიკული ვახშამი იმ ადამიანთან, ვინც ყველაზე მეტად გიყვარს… და ვისთან ერთად დესერტსაც გემრიელად ჭამ“
შეგახსენებთ, რომ დარენ პრინსი მუსიკალური სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი აგენტია, რომლის კლიენტებს შორის ლეგენდარული ვარსკვლავები გვხვდებიან.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕რა იცის მოსახლეობამ ChatGPT-ის შესახებ და რას ეკითხებიან მას ყველაზე ხშირად?