საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდის, ხვიჩა კვარაცხელიას მეუღლე ნიცა თავაძე სოციალურ ქსელში ქმარ-შვილის ფოტოს გვიზიარებს.
პატარა დამიანეს მშობლებმა წინასაახალწლო განწყობა შეუქმნეს და სახლში ნაძვის ხე მორთეს.
ცნობისთვის, დამიანე უკვე მეორე ახალ წელს შეხვდება.
ხვიჩა კვარაცხელია და ნიცა თავაძე გასული წლის 21 აგვისტოს გახდნენ მშობლები.
ცნობისთვის, წყვილმა ერთმანეთი ჯერ კიდევ მაშინ გაიცნო, როცა კვარაცხელია „რუბინში“ თამაშობდა. ახალგაზრდა წყვილი ურთიერთობა ტრადიციულად განვითარდა - სიყვარული კი ქორწინებით დაგვირგვინდა.
2023 წლის 15 ოქტომბერს ხვიჩა კვარაცხელია იტალიიდან საქართველოში მეუღლესთან ერთად ჩამოვიდა. ფეხბურთელმა კვიპროსის წინააღმდეგ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა, 16 ოქტომბერს კი რჩეულზე იქორწინა.

ასევე დაგაინტერესებთ: