ტელეწამყვანი გიორგი გასვიანი, რომელიც ხშირად აქვეყნებს კადრებს ყოველდღიური ცხოვრებიდან, ამჯერად სოციალურ ქსელში გვიზიარებს ვიდეოს სადაც ჩანს, თუ როგორ ამზადებს ტყემალს.
„აბა კაი ტყემალი!! დამიგემოვნეთ“, - წერს გიორგი გასვიანი.
შეგახსენებთ, რომ გიორგი გასვიანმა სოფელ უჯარმაში მიწის ნაკვეთი შეიძინა, სადაც ეკოლოგიურად სუფთა ხის სახლი ააშენა. როგორც თავად ამბობს, გადაწყვეტილება შვილის გამო მიიღო, რადგან სურდა ბავშვს ეზოში თამაშის საშუალება ჰქონოდა.
გიორგი გასვიანის თქმით, ეზოს არ შემოღობავს, რადგან ირგვლივ სიმწვანე და მთის ხედი ალამაზებს სახლს.
„მინდა, გიამბოთ სახლის ისტორიაზე, რომელიც სულ ახალია.
კახეთში, სოფელ უჯარმაში შევიძინე მიწის ნაკვეთი. თბილისთან ახლოსაა. ზაფხულში ძალიან სიმწვანეა, ისტორიული სოფელია და ჩემს ოჯახთან ერთად მივიღე გადაწყვეტილება მომეძიებინა ნაკვეთი და შემდეგ სახლი ამეშენებინა.
გადავწყვიტე, სახლი ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ყოფილიყო“, - ამბობდა გიორგი გასვიანი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕საქართველოს საბავშვო ევროვიზია 2024-ზე „რანინას“ გამარჯვებული ანდრია ფუტკარაძე წარადგენს
⭕10 დაუჯერებლად ძვირფასი საჩუქარი, რომელიც ანანტმა და რადიკამ ქორწილში მიიღეს