ყველაზე გავრცელებული მანიპულაცია ისაა, როდესაც ცდილობენ დაგარწმუნონ, რომ პრობლემა თქვენს „არასწორ“ რეაქციაში, სიტუაციის „დამახინჯებულ“ აღქმასა თუ გაგებაშია.
მანიპულატორი გადააქვს ყურადღება საკუთარი ცუდი ქცევიდან თქვენს რეაქციაზე. შედეგად, იგნორირებულია ის ფაქტი, რომ რეალურად თვითონ იქცევა უპატივცემულოდ, უყურადღებოდ ან უბრალოდ უხეშად.
მანიპულატორის მთავარი სტრატეგიაა რეალობის სუბიექტური აღქმის დამახინჯება.
იმის მაგივრად, რომ ადამიანმა აიღოს პასუხისმგებლობა თავის უხეშობაზე, იგნორირებასა თუ უპატივცემულობაზე, ის აქცენტს აკეთებს იმაზე, თუ როგორ შეხვდით ამ ქცევას.
მანიპულატორი შთაგაგონებთ, რომ თქვენ ხართ „ზედმეტად სენსიტიური“, „არასწორად იგებთ მოვლენებს“, „იტყუებით”, „არ გახსოვთ სწორად” , დრამას ქმნით“ ან „უსამართლო რეაქცია გაქვთ“.
ხანგრძლივ პერსპექტივაში ასეთ გარემოში ყოფნა ადამიანზე უმძიმეს გავლენას ახდენს.
ადამიანი ნელ-ნელა კარგავს ნდობას საკუთარი ინტუიციის, მეხსიერების და ემოციური რეაქციების მიმართ.
ჩნდება განცდა, რომ „პრობლემა ყოველთვის ჩემშია“, რაც იწვევს საკუთარი მოთხოვნილებების იგნორირებას და ნებისმიერი უხეშობის მოთმენას.
მსხვერპლი იწყებს ბოდიშების მოხდას იმის გამოც კი, რომ სხვისმა არაკორექტულმა ქცევამ გული ატკინა.
მანიპულატორს არ შესწევს უნარი თვალი გაუსწოროს საკუთარ ნაკლოვანებებს ან აღიაროს შეცდომა, რადგან ეს მის თვითშეფასებას ეხება.
როდესაც მეორე ადამიანს აიძულებ ეჭვი შეიტანოს საკუთარ ადეკვატურობაში, მასზე ფსიქოლოგიური კონტროლის დამყარება და სიტუაციის მართვა ბევრად მარტივი ხდება.
რეკომენდაცია: როგორ დაიცვათ თავი?
1. ენდეთ საკუთარ ემოციებს: თუ გრძნობთ, რომ გექცევიან უპატივცემულოდ, ეს შეგრძნება რეალურია. ნუ მისცემთ უფლებას სხვას, დაგარწმუნოთ, რომ თქვენი ემოციები „არასწორია“.
2. ნუ შეხვალთ რეალობის მტკიცების კამათში: მანიპულატორთან იმის მტკიცება, „მართლა არასწორად მოიქცა ან თქვა თუ არა რაიმე“ უშედეგოა.
3. დააფიქსირეთ მკაფიო საზღვარი: გამოიყენეთ ფორმულა: „მე არ მომწონს, როგორც მელაპარაკები. ჩემი რეაქცია ჩემი საქმეა, მაგრამ შენი ქცევა ჩემთვის მიუღებელია.“
4. გახსოვდეთ პასუხისმგებლობის გამიჯვნა: სხვის უხეშობაზე პასუხისმგებელი არის ის, ვინც ამას სჩადის და არა ის ვინც, ამაზე ბუნებრივად რეაგირებს.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„მისმა ქმარმა უნდა თქვას გამიმართლაო, ულამაზესია“ - შორენა ბეგაშვილის ახალი ფოტოები ქორწილიდან
⭕„როგორი დახვეწილი, ნაზი და გემოვნებიანი ხარ“ - როგორ აფასებენ თიკა ჯამბურიას ახალ ფოტოებს