გასულ წელს ცნობილი ქართველი პოეტი გიორგი კეკელიძე და მისი მეუღლე მარიამ სოსელია მშობლები გახდნენ - მათ ქალიშვილი შეეძინათ, რომელსაც კეკე დაარქვეს.
მწერალი, არც საქმიანობას აკლებს ყურადღებას და პერიოდულად აქვეყნებს ამონარიდებს საკუთარი ნაშრომებიდან. ამჯერად იგი სატელეფონო ზარს იხსენებს, რომელიც პოეტ ლია სტურუასთან დილით ჰქონდა. კეკელიძე ამბობს, რომ ლია სტურუამ შეაქო და უთხრა, რომ მისთვის ნომერ პირველი პოეტია:
„ამ უადგილოდ თოვლნარევ დილით, ყელამდე საცობშეკრულ ქალაქის ქუჩაზე მომავალს, დილიდან რაღაც დარდაკიდებულს - რატომღაც შესანიშნავმა პოეტმა, ლია სტურუამ დამირეკა და მითხრა, რომ მისთვის დღეს ნომერ პირველი პოეტი ვარ ამ ქვეყანაში.
რა მნიშვნელობა, სიმართლეა თუ არა, ან ვინ დაადგინა სიმართლე ამ საქმეში, მნიშვნელობა იმას აქვს, რომ ერთ ადამიანს მეორისთვის კარგის თქმა კიდევ შეუძლია და ამ კარგ სიტყვას შეუძლია, საცობს ღილი შეუხსნას და თოვლი ზუსტი და აუცილებელი გახადოს.
ანუ რაც უკუღმაა - წაღმა დააბრუნოს. ან რაც წაღმაა - უკუღმა“, - წერს გიორგი კეკელიძე
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ რუსთავი-ლილოს გზაზე ავარიის დროს დაღუპული ერთ-ერთი პირი იდენტიფიცირებულია
⭕ზამთრის ოლიმპიადის მეოთხე დღეს მედლების რვა კომპლექტი გათამაშდა