Digest Logo

რუსთავი-ლილოს გზაზე ავარიის დროს დაღუპული ერთ-ერთი პირი იდენტიფიცირებულია

1770794683
 ზაზა ვაშაყმაძე

თბილისში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ როკითის მკვიდრის ზაზა ვაშაყმაძის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ინფორმაციას INFO IMERETI - ავრცელებს.

არსებული ცნობით, ავარიას 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და ტრაილერი შეეჯახნენ.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „მნიშვნელოვანი მოლაპარაკება ხელმძღვანელობასთან წარმატებით ჩაივლის...“ - 11 თებერვლის კოსმოსური ამბები

⭕ზამთრის ოლიმპიადის მეოთხე დღეს მედლების რვა კომპლექტი გათამაშდა

⭕გონიერების ძალა - როგორ მართავს გონება ჩვენს რეალობას?