Digest Logo

„ბევრ შვილს გავაჩენდი, ერთი შვილი მყავს, თუმცა არ მაქვს ფარ-ხმალი დაყრილი და არ არის გვიან...“ - ნინო ჩხეიძე

1757398998
ნინო ჩხეიძე

ქართული შოუბიზნესის თვალსაჩინო წარმომადგენელი ნინო ჩხეიძე, რომლის რეპერტუარი ქალაქურ ფოლკლორს, ეთნო და პოპმუსიკის ელემენტებს შეიცავს, არაჩვეულებრივ ფორმაშია.

იგი ჟურნალ „თბილისელებს“ უმხელს თავის ყველაზე დიდ ოცნებას, რომელიც ჯერჯერობით ვერ აიხდინა.

„თავიდან რომ დავიწყო ცხოვრება, არაფერს შევცვლიდი, გარდა ერთისა – ბევრ შვილს გავაჩენდი როცა ასაკით პატარა ხარ, ვერ ხვდები, საქმეს, კარიერას დიდი დრო და ენერგია მიაქვს და ფიქრობ, მერე და მერე ყველაფერს მოასწრებ. მოკლედ, ამ გადმოსახედიდან, ამას შევცვლიდი და ბევრ შვილს გავაჩენდი. ერთი შვილი მყავს, თუმცა არ მაქვს ფარ-ხმალი დაყრილი და არ არის გვიან (იცინის)“, - ამბობს ნინო ჩხეიძე.

შეგახსენებთ, რომ ნინო ჩხეიძე ქმარს დაშორდა, ამის შესახებ სოციალურ ქსელში მან თავად დაწერა. 

„ყველაფერი იწყება და მთავრდება! მადლობა, კორახ,“ - წერდა ნინო ჩხეიძე. 

ნინო ჩხეიძეს და ბიზნესმენ გიორგი კოხარაშვილს ერთი ქალიშვილი - მარიამი ჰყავთ. 

 

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ბავშვს სკოლაში არასდროს უნდა გაატანოთ პურ-ფუნთუშეული“ - როგორ შევუდგინოთ მოსწავლეს ხემსისთვის დაბალანსებული მენიუ, პედიატრის რეკომენდაცია

🎥 „დადის პერიოდულად ქიმიებზე, სიგიჟემდე უყვარდა მამა...“ - რას წერს დაღუპული შორენა ონიანის მეუღლე

როდემდე გაგრძელდება საქართველოში წვიმიანი ამინდები? - სინოპტიკოსების პროგნოზი