ტელეკომპანია „იმედის“ ერთ-ერთი მაღალრეიტინგული გადაცემა „ჩვენთან ერთად“ დასრულდა. როგორც იცით, გასართობი გადაცემის წამყვანები მსახიობები ნანუკა გულუა და სალომე შარვაძე იყვნენ.
ახლახან ნანუკა გულუამ სოციალურ ქსელში სამადლობელი პოსტი გამოაქვეყნა და ყველა თანამშრომელს მადლობა გადაუხადა.
„დასრულდა ჩვენი „ჩვენთან ერთად“. ჩემი კიდევ ერთი დიდი გამოწვევა, კიდევ ერთი უდიდესი გამოცდილება სატელევიზიო და ცხოვრების გზაზე...
მაკა ლომიძე, მადლობა ნდობისთვის,სიყვარულისთვის,ზრუნვისთვის,პატივისცემისთვის, ჩემთვის ხარ 25 საუკუნის მმართველი ყველა შენი უნარით!!! განსაკუთრებული ფუფუნებაა ნებისმიერი თანამშრომლისთვის, რომ 24/7 ხარ ჩვენი მოსმენისთვის მზად, ნებისმიერ წამს შეგვიძლია ყველა წვრილმანი თუ მსხვილმანი გაგიზიაროთ, მადლობა!
მადლობა ეკატერინე ნაცვლიშვილს, დაუღალავი შრომისთვის, შენი ყველა სამოტივაციო სიტყვისთვის რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემი თვითრწმენისთვის და შემდეგი მთების გადადგმისთვის. მადლობა რუსოს, გორთამას, თიკოს სიყვარულისთვის, თბილი გარემოსთვის და უტკბილესი სამუშაო პერიოდისთვის, მადლობა გიორგი კაკაბას,ჩემს ზეგემოვნებიან სიტყვაძუნწ პროდიუსერს, რომლის სათქმელი მაინც მოდიოდა ჩემს გულთან და ყურთან...
მადლობა მთელ გუნდს ვინც მუშაობდა ამ გადაცემაზე,მადლობა სტუმრებს -ყველაფერი თქვენს ხელშია, მადლობა მაყურებელს ყოველთვის ყველფრისთვის-თქვენ ხართ მთავარი, მადლობასალომე შარვაძეს. გადასარევი, შესაშური პარტნიორი და მეგობარი ხარ!
მადლობა ყველა ჩემს ადამიანს ვინც კეთილ სურვილებს არასოდეს იშურებთ - ეს განსაზღვრავს ჩემს ნებისმიერ წარმატებას! მადლობა ჩემს უკეთილეს მეგობარს ბ.ბ-ს რომელიც ყოველთვის როცა მჭირდება ჩნდება ჩემს ცხოვრებაში იმედად! წინ დიდი გეგმებია რომელიც გულშემატკივარებს ძალიან გაახარებს! და ისევ გაგიზიარებთ ჩემს გამოცდილებას და დაკვირვებას თუ კეთილი ხარ და არავისი გშურს წარმატება გარდაუვალია! ზეგ, კვირას უყურეთ იმედზე ჩვენი ოჯახი ვსაუბრობთ სამომავლო გეგმებზე“, - წერს ნანუკა გულუა.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ცაგერში ძმამ ძმა ნაჯახით მოკლა
🎥 ქალაქ ფოთს სიმღერა მიუძღვნეს - „მალთაყვაში მაიამის „პონტი“