Digest Logo

🎥 „ზურას დაურეკეს, მამაშენს სახლში ორი ჟანგიანი ტყვია აღმოუჩინეს და დაიჭირესო“ - რის გამო გახდა ზურა ხაჩიძის ოჯახი პოლიტიკური დევნის ობიექტი?

1732047491
მეტასტაზები ალაგდა – ხათუნა ჟორდანია

მომღერალი ხათუნა ჟორდანია ცნობილი მომღერლის ზურა ხაჩიძის მეუღლეა. მან ცოტა ხნის წინ მძიმე სენი დაამარცხა და საბოლოოდ გამოჯანმრთელდა.

ხათუნა გადაცემის „სიცრუის დეტექტორი“ სტუმარი იყო, სადაც პირად ცხოვრებაზე დასმულ შეკითხვებზე გულწრფელად უპასუხა.

მან ასევე ოჯახის დევნის ფაქტები გაიხსენა.

„ზურა არის სუფთა, წესიერი ადამიანი, რომელსაც მთელი გულით უყვარს საქართველო.

ნოემბრის მიტინგებზე წავიდა ზურა, ავიდა სცენაზე და თქვა: მე ვარ იქ, სადაც ჩემი ხალხია და ყოველთვის ვიქნები იქ სადაც თქვენ ხართ, გაუმარჯოს საქართველოს, ღმერთი გფარავდეთ!

სანამ ზურა სახლამდე მოვიდა, ჩემთან უკვე იყო პროკურატურის, პოლიციის თანამშრომლები. როგორც კი წავიდნენ, ტელეფონზე ზარი იყო ფინანსური პოლიციიდან. 

იმ ღამესვე ზურას დაურეკეს, მამაშენს სახლში ორი ჟანგიანი ტყვია აღმოუჩინეს და დაიჭირესო, თან დააბარეს, რამდენი წუთიც ილაპარაკა, იმდენი წელი მიესჯებაო“, - ამბობს ხათუნა ჟორდანია.

ასევე დაგაინტერესებთ:

„დამტოვეს ბიძაშვილთან, მეც არც ვაცხელე, არც ვაციე და გავიპარე... დიდხანს დედ-მამა არ მელაპარაკებოდა, არც მერაბი“ - ხათუნა ჟორდანია პირველ ქორწინებაზე

„არ ვიცი რამდენად სწორი იყო, რომ დიაგნოზი დამიმალეს, არასდროს ვფიქრობდი სიკვდილზე“ - ხათუნა ჟორდანია მძიმე სენთან ბრძოლას იხსენებს

ინფორმაცია, რაც აქამდე ხათუნა ჟორდანიაზე არ იცოდით - გაიგეთ, რა ჰქვია მას სინამდვილეში?