Digest Logo

„დაცულ გარემოში ყოფნა, ეს ღმერთთან ყოფნაა, დაუცველობა - მისგან სიშორე, რაც ვლინდება ტრავმიანობაში“ - გიორგი ლობჯანიძე

1738575935
გიორგი ლობჯანიძე

ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში პერიოდულად პოსტებს აქვეყნებს, სადაც ასტროლოგიურ პროგნოზსა და გლობალური თემების მიმოხილვას აკეთებს.

იგი მორიგ საინტერესო პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„ადამიანში თავს იყრის, ერთდროულად, სამმაგი ენერგია: ღვთიური - სულიწმიდის ნაყოფი, კოსმიური გამტარობის და ბუნების - ფიზიოლოგიური. ამიტომ ენიჭება სულს - სამშვინველს და ფიზიკურ სხეულს უდიდესი მნიშვნელობა ჩვენი არსებობისთვის.

შიდა ენერგეტიკულ საფეხურზე ყველა ინდივიდს აქვს ,,ბიოველი’’, ანუ ენერგეტიკული გარსი, სხვათა შორის, ამას ზოგჯერ აურასაც კი ეძახიან. ამ უკანასკნელს, თავისი ფერებიც თან ახლავს. წამში შეიძლება გამოიცვალოს ფერი, გააჩნია რა ემოციურ ტალღაზეა ადამიანი, თუმცა საკუთარ თავზე მუშაობის და სულიერების შემთხვევაში თავადაც დიდი ხნით ინარჩუნებს სტაბილურობას.

როცა, ადამიანს იპყრობს სასოწარკვეთა, უიმედობა, გადადის შიშის, ნერვოზის, სტრესის ფაზაში, ზუსტად ამ დროს ენერგეტიკული გარსი გარღვეულია, ფაქტობრივად ღმერთს და ღვთიურ საწყისს სცილდება ინდივიდი და გრძნობს სიცივეს, რაც გამოიხატება ფსიქოლოგიურ და მენტალურ პრობლემებში.

ადამიანის თვალისთვის უხილავი ენერგეტიკული მუხტები, შემიძლია შევადარო დენის ძალას.

ყველა ცოცხალ სხეულს აქვს თავისი მუხტი. იქნება ეს კოსმიური სამყარო, ვარსკვლავი, პლანეტა, კომეტა, ასტეროიდი, თუ თვით ღმერთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და გენიალური ქმნილება კოსმოსურ სამყაროში - ადამიანი.

ჩვენს შიგნით სხვადასხვა ბიოველები და ე.წ. არხებია. ადამიანი არის ნაკრები, როგორც მატერიალური, ისე მიღმიური, კოსმიური მუხტების.

ემოცია და ფიქრები ძალიან ცვლის პიროვნების ყოველდღიურობას. ჩვენს შიგნით არსებობს მენტალური, ასტრალური და ეთერული სხეულები, ფაქტობრივად, სამშვინველეს, როგორც ვწვრთნით და რასაც ვაძლევთ შიდა ,,მე-ს’’, ისე ვიზრდებით მომავალშიც და იმადვე ვიქცევით.

ენერგეტიკული ბიოველი სულისთვის არის, როგორც დამცავი საშუალება. თუ ფიზიკურ სხეულს გარს აკრავს კანი და კანი გვიცავს ორგანიზმში ბაქტერიების შეღწევისგან. კანი, ანუ საფარველი, ასევე იცავს მთელ ორგანიზმს მავნე ნივთიერებებისა და რადიაციის ზემოქმედებისგან. იდენტურია ჩვენი ბიოველიც, ის იცავს შიდა სამყაროს მავნე ენერგეტიკული სხეულებისგან, გარე შავი ძალების ჩარევისა და თავდასხმისგან.

ხან და ხან, ძლიერი ფსიქოლოგიური ტრავმა ან ნერვიულობაც კი არის მიზეზი ამ გარსის გამტვრევისა და მერე ადამიანს უყალიბდება ქრონიკული ნერვული პრობლემები ან უარეს შემთხვევაში, მძიმე ორგანული დაავადებები.

რთულ სიტუაციებში უნდა მოუხმოს ყოველთვის ადამიანმა ქრისტე ღმერთს. ხან და ხან, ჩუმად უნდა ლოცულობდე, ისევ გამთლიანებისთვის. დაცულ გარემოში ყოფნა, ეს ღმერთთან ყოფნაა, დაუცველობა - მისგან სიშორე, რაც ვლინდება ტრავმიანობაში.

სხვადასხვა ემოცია აურას სხვადასხვანაირად განაწყობს. პოზიტივის შემთხვევაში შიდა ენერგეტიკული ფერები უფრო ღია და სასიამოვნოა, მრისხანების ჟამს კი გაცილებით მუქი და აუტანელი.

ზოგჯერ, ალბათ, გიგრძნიათ - არიან ადამიანები მათი სიჩუმეც კი ნერვზე გხვდებათ, მაგრამ არიან ისეთებიც, რომ პირიქით - უბრალოდ მათი არსებობა გსიამოვნებთ. აქაც, ზუსტად ამ ამბებს ვაწყდებით ხოლმე“,- წერს გიორგი ლობჯანიძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ საქართველოში ამინდი იცვლება - უახლოესი დღეების პროგნოზი

⭕„იაქტიურეთ ყველა ფრონტზე, ახლა თქვენი დროა“ - კვირის ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარელისაგან

🎥 „არ არის სასურველი ფულის სესხება და გასესხება“ - 3 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან