Digest Logo

„დაუვიწყარი გამოსვლები აჩუქე „ვინ ვინ არის“ მეოთხე სეზონს“ - მაკა ზამბახიძე თიკა ჯამბურიას მიმართავს

1753951672
 მაკა ზამბახიძე თიკა ჯამბურიას

ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ბრიტანული შოუს ანალოგი „ვინ ვინ არის“ მეოთხე სეზონის ფინალური ტური გაიმართა. მეგა შოუს გამარჯვებული გახდა კენგურუ, რომლის ნიღაბი გია ბაღაშვილს ჰქონდა მორგებული.

ერთ-ერთი მონაწილე კი თიკა ჯამბურია იყო, რომელსაც მედუზას კოსტიუმი ჰქონდა მორგებული და როგორც ყველა კონკურსანტის, ასევე თიკას ყველა გამოსვლამ მაყურებელს თავი დაამახსოვრა.

წლევანდელი სეზონის წამყვანმა მაკა ზამბახიძემ, რომელმაც პროექტის შესახებ უამრავი პოსტი გამოაქვეყნა, ამჯერად მორიგ სტატუსს აქვეყნებს და თიკა ჯამბურიას მიმართავს: 

„ჩემი ფავორიტი მედუზა.

თიკა ჯამბურია, ჩვენი დუეტი ვერ გამოვიდა, მაგრამ გამოვიდა შენი საოცარი პერფორმანსები, მართლაც, საოცარი და დაუვიწყარი გამოსვლები აჩუქე „ვინ ვინ არის“ მეოთხე სეზონს.

მადლობა თიკა, მადლობა და ვითხოვ ამ სიმღერის შენეულ, აუდიო-ვერსიას“, - წერს მაკა ზამბახიძე. 

ცნობისთვის, ფინალში ერთმანეთს ოთხი კონკურსანტი დაუპირისპირდა, რაც უპრეცედენტო შემთხვევა იყო.

მეგა შოუს „ვინ ვინ არის“ მეორე ადგილი პანტერამ დაიკავა და მისი ნიღაბი აჩიკო სოლოღაშვილს ჰქონდა მორგებული, მესამე ადგილის მფლობელი მედუზა გახდა. მისი ნიღაბი კი თიკა ჯამბურიას ჰქონდა მორგებული, ხოლო მეოთხე ადგილი დაიკავა ფარაონმა, მისი ნიღაბი მორგებული ჰქონდა ზურაბ მანჯავიძეს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ათასობით ადამიანი C ჰეპატიტის დიაგნოზით ცხოვრობს და ამის შესახებ არც კი იცის“ - მაია ბუწაშვილი საგანგებო მიმართვას ავრცელებს

⭕ აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავეს

⭕სინოპტიკოსები რამდენიმე ქალაქში დღეს წვიმას პროგნოზირებენ - ნახეთ ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით