UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია და მისი მეუღლე ჯორჯინა უზკატეგუია, რომლებიც სულ მალე შვილს ელოდებიან, თავისუფალ დროს აშშ-ში, მაიამის მზიან სანაპიროზე ატარებენ.
ჯორჯინა უზკატეგუია ინსტაგრამზე ახალ ფოტოებს და ემოციურ ტექსტს აქვეყნებს.
„სიყვარულით სავსე დღეები, სიახლეების შეცნობა და ბევრი აღმოჩენა. მადლობა ყველას ამ ყველაფერში მონაწილეობისთვის. ცხოვრებაში ყველაზე ღირებულს ვერ იყიდი და ჩვენ სავსე ვართ თქვენი სიყვარულით და დადებითი ენერგიით. ცოტაც და, ოჯახში მალე ოთხნი ვიქნებით და გვჯერა, რომ ღმერთი კიდევ ბევრ გასაოცარ რამეს გვიმზადებს“, – წერს ჯორჯინა უზკატეგუია.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 როგორ ავირიდოთ ინფექციები მეორეული ტანსაცმლის შეძენისას? - ზაზა თელიას რეკომენდაციები
⭕„ჩემთვის სიბერე არ არსებობს, ლამაზად ვიზრდები და არ ვბერდები“ - რას ამბობს მარკუს მეტრეველი